

HONGQI E-HS9
პრემიუმ კლასის ჭკვიანი ელექტრო SUV
გამოსცადე თავად, დაჯავშნე ტესტ-დრაივი
Hongqi E-HS9 Flagship აერთიანებს თანამედროვე ელექტრომობილობას, გამორჩეულ კომფორტსა და ინტელექტუალურ ტექნოლოგიებს, რათა ყოველი მგზავრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად აქციოს. მისი შთამბეჭდავი დიზაინი, დახვეწილი დეტალები და პროპორციები პრემიუმ კლასის SUV-ის უნიკალურ ხასიათს ქმნის.
5,209 მმ სიგრძე და 3,110 მმ ბორბლებს შორის მანძილი უზრუნველყოფს ფართო და კომფორტულ სივრცეს ყველა მგზავრისთვის. ავტომობილის გამორჩეულ იერს ავსებს Matrix LED ფარები, დახვეწილი გვერდითი განათება და პანორამული ლუქი, რომელიც სალონს ბუნებრივი სინათლით ავსებს.
ინტელექტუალური პნევმატური საკიდარი ავტომატურად ერგება გზის ზედაპირს და უზრუნველყოფს რბილ, კომფორტულ და სტაბილურ გადაადგილებას როგორც ქალაქში, ისე გრძელ მარშრუტებზე.
Hongqi E-HS9 Flagship-ის ინტერიერი შექმნილია პრემიუმ კომფორტისა და დახვეწილი გამოცდილებისთვის. სალონში გამოყენებულია Nappa ტყავი და Alcantara-ს მოპირკეთება, ხოლო ელექტრორეგულირებადი სავარძლები გათბობისა და ვენტილაციის ფუნქციებით მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
ტექნოლოგიურ სივრცეს ქმნის დიდი ცენტრალური სენსორული ეკრანი და ციფრული ინსტრუმენტების პანელი, რომლებიც ავტომობილის ფუნქციებს, მულტიმედიასა და საჭირო ინფორმაციას ერთ ინტუიციურ სისტემაში აერთიანებს.
კომფორტს კიდევ უფრო ზრდის ოთხზონიანი კლიმატკონტროლი, წვიმის სენსორი, მისალმების ფუნქციის მქონე სარკეები და პარკირების დამხმარე სისტემა.
უსაფრთხოებაზე ზრუნავს მძღოლის დამხმარე თანამედროვე სისტემების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მეტ კონტროლს, კომფორტსა და თავდაჯერებულობას ყოველ მგზავრობაზე.

სიმძლავრე ნებისმიერი სიტუაციისთვის
320 კვტ (Executive) / 405 კვტ (Flagship)
გაიგეთ მეტი და მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილება
მოდით წავიკითხოთ დისკუსია სპორტულ მანქანასთან დაკავშირებით, რათა უკეთ იყოთ თქვენი საოცნებო მანქანის არჩევისას



