ელექტრომობილები 100 წლის წინაც არსებობდა — რატომ გაქრა და რატომ დაბრუნდა ეს ეკოლოგიური ტრანსპორტი?

ელექტრომობილების უცნობი ისტორია: 1900-იანი წლების „ბუმიდან“ თანამედროვე ტექნოლოგიებამდე — რა შეიცვალა საუკუნის განმავლობაში?

2025-12-26

blog image

ავტომობილების ისტორიაზე საუბრისას ბევრს ჰგონია, რომ ელექტროძრავა თანამედროვეობის გამოგონებაა, თუმცა რეალობა სულ სხვაგვარია. 1900-იანი წლების დასაწყისში ნიუ-იორკის ტაქსების თითქმის მესამედი სწორედ ელექტროენერგიაზე მუშაობდა და ამერიკის ქუჩებში Baker Electric Coupe და Riker Electric Roadster-იც იმაზე დიდი ხნით ადრე გადაადგილდებოდა, ვიდრე თანამედროვე ჩინურ ელექტრომობილებს შექმნიდნენ.

იმ პერიოდში ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტი იმდენად მოთხოვნადი იყო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მომავალს სწორედ ამ ტექნოლოგიაში ხედავდა. თუმცა ისტორიული მოვლენები განსხვავებული სცენარით განვითარდა და ადრეული ელექტრომობილები თითქმის სრულად გაქრა.

დღესდღეობით ამ უნიკალური მანქანების რამდენიმე ეგზემპლარი მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია შემორჩენილი. მათ შორისაა სრულად აღდგენილი Baker Electric, რომელსაც ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი, ჯეი ლენო კალიფორნიაში, საკუთარ გარაჟში ინახავს.

ელექტრომობილები XX საუკუნის დასაწყისში

blog image

ჯეი ლენოს კოლექციაში დაცული 1909 წლის Baker Electric თანამედროვე გადმოსახედიდან საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. ვიზუალურად ის ეტლს ჰგავს, აქვს ხის ჩარჩო და 36 დუიმიანი რეზინის საბურავები. მიუხედავად ამგვარი იერსახისა, ტექნიკურად ის ზუსტად იმავე პრინციპით მუშაობს, რითაც დღევანდელი IM LS7 ან AIQAR eQ3 ანუ მასაც ელექტროძრავა და ელემენტი ამოძრავებს.

ამ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები იმ დროისთვის სავსებით მისაღები იყო. ავტომობილი მაქსიმუმ 40 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა, ხოლო რაც შეეხება სვლის მარაგს, სრული დამუხტვით მას დაახლოებით 130 კილომეტრი მანძილის დაფარვა შეეძლო. ეს მახასიათებლები ქალაქში გადაადგილებისთვის საკმარისი იქნებოდა, თუმცა შორ მარშრუტებზე გადაადგილებისთვის — არა.

ელექტრომობილების დიზაინში მკაფიოდ იგრძნობოდა ვიქტორიანული ესთეტიკის გავლენა. Baker Electric-ს მაღალი კაბინა ჰქონდა, რაც სპეციალურად იყო გათვლილი იმ პერიოდის ქალბატონების დიდი ქუდების მოსათავსებლად. სალონში ერთმანეთის პირისპირ ორი რბილი სკამი იდგა, ფანჯრები კი ფარდებით იყო დაფარული. დიზაინერებმა იმაზეც იზრუნეს, რომ მანქანაში კოსმეტიკის სპეციალური ჩასადები ადგილი ყოფილიყო. ეს დეტალები წინასწარ იყო გათვლილი, რადგან იმდროინდელი სარეკლამო კამპანიები მთავარ სამიზნე აუდიტორიად ქალბატონებს მოიაზრებდა.

სამი მიზეზი, რის გამოც ელექტრომობილები გაქრა

მიუხედავად პოპულარობისა, ელექტრომობილებმა პოპულარობა მალე დაკარგა, რაც სამი ძირითადი მიზეზით იყო განპირობებული. პირველ და უმთავრეს პრობლემად ინფრასტრუქტურის არარსებობა იქცა. 1920-იან წლებში ამერიკის სოფლებსა და გარეუბნებში ელექტროენერგია საერთოდ არ იყო ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ქალაქგარეთ ელექტრომობილის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

მეორე მიზეზი შიდაწვის ძრავიან მანქანებთან კონკურენცია გახდა. ბენზინის ფასი დაეცა და ის უფრო ხელმისაწვდომი გახდა, თან საწვავის წაღება ნებისმიერ ადგილას მარტივად შეიძლებოდა, ელექტროენერგიის კი არა. როგორც პიტერსენის საავტომობილო მუზეუმის მთავარი ისტორიკოსი, ლესლი კენდალი აღნიშნავს, სწორედ ამ ფაქტორმა გადაწყვიტა ბევრი რამ. ამას ემატებოდა დროის ფაქტორიც: ელექტრომობილის დატენას საათები სჭირდებოდა, ავზის ბენზინით შევსებას კი სულ რამდენიმე წუთი.

მესამე მიზეზი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. 1926 წელს კონგრესმა ნავთობის კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესა, რამაც შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს დიდი უპირატესობა მიანიჭა. ეს ხელოვნური მხარდაჭერა ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდა, რის შედეგადაც, 1935 წლისთვის ელექტრომობილები ბაზრიდან თითქმის მთლიანად გაქრა.

რა საერთო აქვს იმდროინდელ და დღევანდელ გამოწვევებს

მეცნიერები, რომლებიც ელექტრომობილების ადრეულ ისტორიას იკვლევენ, საუკუნის წინანდელ და დღევანდელ ვითარებას შორის ბევრ პარალელს ხედავენ. ორივე პერიოდში ელექტრომობილები ბაზარზე რთულად მკვიდრდებოდა და ისინი გარკვეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური წინააღმდეგობის წინაშე იდგა. მთავარი კრიტიკის საგანი დღესაც იგივეა, რაც ასი წლის წინ: დატენის აუცილებლობა და მოსაზრება, რომ ელექტრომობილები შიდა წვის ძრავიან მანქანებზე ნაკლებად მოსახერხებელია.

რა შეიცვალა დღეს და როგორ განვითარდა ტექნოლოგია?

მიუხედავად გარკვეული მსგავსებებისა, დღევანდელი რეალობა არსებითად განსხვავდება საუკუნის წინანდელისგან და ელექტრომობილების გაყიდვები მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება. Rho Motion-ის სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ჩინეთში გაყიდვები 35%-ით, ხოლო ევროპაში 25%-ით გაიზარდა.

მსოფლიო ტენდენციებს არც საქართველო ჩამორჩება, სადაც ელექტრომობილებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 1 922 ელექტრომობილი შემოვიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 3 616 ერთეულამდე გაიზარდა. ციფრები ცხადყოფს, რომ იმპორტი 88%-ითაა მომატებული, რაც ქართველი მძღოლების შეცვლილ პრიორიტეტებსა და ეკოლოგიური ტრანსპორტისადმი მზარდ ინტერესზე მიუთითებს.

თვალსაჩინოა ტექნოლოგიური პროგრესიც. თუ 1909 წლის Baker Electric-ს მაქსიმუმ 130 კმ-ის გავლა შეეძლო, E-Motors Georgia-ს შოურუმში წარმოდგენილი თანამედროვე ელექტრომობილების შესაძლებლობები ამ მანძილს რამდენჯერმე აღემატება. მაგალითად, IM-Motors-ის თანამედროვე მოდელი IM L6 ერთი სრული დამუხტვით დაახლოებით 702 კმ-ს ფარავს.

ამას ემატება სახლში დატენის შესაძლებლობა, რაც მფლობელს დამატებით კომფორტს უქმნის. რადიკალურად შეიცვალა თავად დამტენი მოწყობილობებიც — თანამედროვე მოდელები გაცილებით კომპაქტური, დახვეწილი და მოსახერხებელია, ვიდრე მათი საუკუნის წინანდელი წინამორბედები.

შეიძინეთ პორტატიული დამტენები ელექტრომობილისთვის — დამუხტეთ ის ნებისმიერ დროსა და ადგილას.

ისტორია ბრუნავს და ის, რაც საუკუნის წინ ტექნიკური ბარიერების გამო ვერ განხორციელდა, დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. თუ 1900-იანებში ელექტრომობილი უცნაურ და რთულად მოსავლელ ტრანსპორტად ითვლებოდა, დღეს ის კომფორტთან, სისწრაფესა და ეკონომიურობასთან ასოცირდება. საქართველოში გაზრდილი სტატისტიკაც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი მომხმარებელი მზადაა ამ ცვლილებისთვის.

სწორედ ამ თანამედროვე გამოცდილების გაზიარებაა E-Motors Georgia-ს მიზანიც. ჩვენს შოურუმში წარმოდგენილი მოდელები იმის ნათელი მაგალითია, თუ რამდენად შორს წავიდა ტექნოლოგია Baker Electric-ის შემდეგ. იმისათვის, რომ ამაში თავად დარწმუნდეთ, დაჯავშნეთ ტესტ დრაივი, გვესტუმრეთ შოურუმში და თავად გამოცადეთ სასურველი ელექტრომობილები.

ელექტრომობილები 100 წლის წინაც არსებობდა