ელექტრო მანქანის დამტენი

Type 2
გადამყვანი კაბელი
.png%3F2026-07-17T11%253A23%253A25.304Z&w=1920&q=75)
Type 2
პორტატული AC დამტენი

CCS2
კედელზე დასამაგრებელი DC (სწრაფი დამტენი)
ელექტრომობილების დამტენების რუკა
იპოვე დამტენი სადგურები საქართველოს მასშტაბით და დაგეგმე მგზავრობა უფრო მარტივად. რუკა დაგეხმარება სწრაფად მოძებნო შენთან ან შენს მარშრუტთან ახლოს მდებარე დამტენი სადგურები, რათა ელექტრომობილით გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს.
ელექტრომობილის დამტენები და დამტენი სადგურების რუკა საქართველოში
E-Motors Georgia-ში ელექტრო მანქანებისთვის დამტენების სხვადასხვა მოდელს შეარჩევთ, მათ შორის პორტატულ AC და კედელზე დასამაგრებელ სწრაფ DC დამტენებს. მოწყობილობები ერთმანეთისგან სიმძლავრითა და მიერთების ტიპით განსხვავდება. შესაფერისი მოდელის შესარჩევად გაითვალისწინეთ თქვენი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები და ადგილი, სადაც მის დამუხტვას გეგმავთ.
ვებგვერდზე განთავსებული ელექტრო დამტენების რუკა საქართველოში მოქმედი საჯარო დამტენი სადგურების მოძებნაში დაგეხმარებათ. მისი საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ, სად მდებარეობს ელექტრო მანქანის დამტენი სადგურები თბილისში, საქართველოს სხვა ქალაქებსა და ძირითად საავტომობილო გზებთან. რუკაზე სასურველი ლოკაციის მოძებნა შეგიძლიათ როგორც ყოველდღიური გადაადგილებისას, ისე შორ მანძილზე მგზავრობის დაგეგმვის დროს.
რომელი დამტენი შეესაბამება თქვენს ავტომობილს
ელექტრო მანქანის სწრაფი დამტენის შერჩევისას მხოლოდ მოწყობილობის სიმძლავრე არ უნდა გაითვალისწინოთ. აუცილებელია გადაამოწმოთ, უჭერს თუ არა ავტომობილი მხარს DC დამუხტვას და რა მაქსიმალური სიმძლავრის მიღება შეუძლია მის ბატარეას.
ამიტომ დამტენის შერჩევამდე გადაამოწმეთ, რა ტიპის დამუხტვის პორტი აქვს თქვენს ავტომობილს. ეს ინფორმაცია მწარმოებლის ტექნიკურ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ ნახოთ. მაგალითად, პორტატულ AC მოდელს Type 2 კონექტორი აქვს, სწრაფ DC მოდელს კი CCS2. თუ DC დამტენს არჩევთ, ისიც უნდა დააზუსტოთ, აქვს თუ არა თქვენს მანქანას სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა.
თავსებადობის შემოწმების შემდეგ ყურადღება დამუხტვის სიმძლავრესაც მიაქციეთ. სწრაფი დამტენის სრული სიმძლავრის გამოყენებას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, თუ ავტომობილსაც შესაბამისი სიმძლავრით დამუხტვა შეუძლია. AC მოდელის შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია მანქანაში ჩაშენებული დამტენის სიმძლავრე, რომელსაც დამუხტვისას ვერ გადააჭარბებთ. დამუხტვის ხანგრძლივობა ბატარეის ტევადობასა და მასში დარჩენილ ენერგიაზეც არის დამოკიდებული.
თუ სხვადასხვა ტიპის დამტენ სადგურებზე მუხტავთ ავტომობილს, შესაძლოა გადამყვანი კაბელიც დაგჭირდეთ. ჩვენს კატალოგში Type 2 გადამყვანი კაბელია ხელმისაწვდომი. შეძენამდე გადაამოწმეთ, შეესაბამება თუ არა მისი კონექტორები როგორც ავტომანქანის, ისე დამტენი მოწყობილობის პორტებს.
რით განსხვავდება ელექტრო მანქანის სწრაფი დამტენი სტანდარტული დამტენისგან?
ელექტრომობილის დამტენები ერთმანეთისგან დამუხტვის ტექნოლოგიითა და სიმძლავრით განსხვავდება. სტანდარტული AC დამტენი ელექტროენერგიას ავტომობილში ჩაშენებული დამტენის საშუალებით აწვდის ბატარეას, ხოლო ელექტრო ავტომობილის სწრაფი დამტენი DC ტექნოლოგიით მუშაობს და ენერგიას უშუალოდ ბატარეის დამუხტვის სისტემას გადასცემს.
EV დამტენები გამოყენების პირობებითაც განსხვავდება. AC მოდელი ხშირად გამოიყენება სახლში, ავტოფარეხში ან სხვა ადგილებში, სადაც ავტომობილის რამდენიმე საათით გაჩერებაა შესაძლებელი. DC დამტენი კი უფრო სწრაფი დამუხტვისთვისაა განკუთვნილი, თუმცა რეალური სიჩქარე ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებსა და ბატარეის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
რა უნდა შეამოწმოთ ელექტრო მანქანის დამტენის დამონტაჟებამდე
ავტომობილთან თავსებადობის შემოწმების შემდეგ იმ ადგილის ელექტროქსელიც უნდა შეაფასოთ, სადაც დამტენის დამონტაჟებას გეგმავთ. მოწყობილობა ქსელს ხანგრძლივად ტვირთავს, ამიტომ კვალიფიციურმა ელექტრიკოსმა წინასწარ უნდა შეამოწმოს სადენების დასაშვები დატვირთვა, დამიწება და დამცავი მოწყობილობების გამართულობა. შემოწმების საფუძველზე გაირკვევა, მზად არის თუ არა არსებული გაყვანილობა დამტენის გამოსაყენებლად და რა დამატებითი სამუშაოები შეიძლება გახდეს საჭირო.
ადგილის შერჩევისას კაბელის სიგრძეც გაითვალისწინეთ: ის ავტომობილის პორტს თავისუფლად უნდა სწვდებოდეს და არ იჭიმებოდეს. თუ დამტენს ღია სივრცეში ამონტაჟებთ, გადაამოწმეთ, აქვს თუ არა მის კორპუსს გარე გამოყენებისთვის საჭირო დაცვის დონე.
ელექტრომობილის დამტენები თბილისში და სხვა ქალაქებში
თუ სახლიდან შორს მგზავრობას გეგმავთ, მარშრუტის შედგენაში ელექტრო დამტენების ონლაინ რუკა დაგეხმარებათ. მასზე წინასწარ მოძებნით გზად მდებარე სადგურებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში. მგზავრობისას შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, გამგზავრებამდე მომსახურების პირობები და თქვენს ავტომობილთან პორტების თავსებადობა.
თუ საკუთარი დამტენის შეძენას გეგმავთ, გადახედეთ ჩვენს კატალოგს და შეკითხვებით მოგვმართეთ. მოგვწერეთ თქვენი ავტომობილის მონაცემები და მიუთითეთ, სად აპირებთ დამტენის გამოყენებას. ამ ინფორმაციის მიხედვით ჩვენი გუნდი შესაფერისი მოდელის შერჩევაში დაგეხმარებათ.
E Motors Georgia-ში დამტენებთან ერთად ახალ და მეორად ავტომობილებსაც შეარჩევთ. კატალოგში მარცხენასაჭიანი მოდელების ფართო არჩევანია.
როგორ გამოვიყენოთ დამტენების რუკა?
რუკაზე თითოეული წერტილი კონკრეტულ დამტენ სადგურს აღნიშნავს. სასურველ ქალაქში, უბანში ან გზის მონაკვეთზე დამტენების მოსაძებნად რუკა გაადიდეთ, შესაბამის წერტილს დააჭირეთ და სადგურის მისამართსა და ძირითად მონაცემებს ნახავთ.
შერჩეული სადგურის მდებარეობა შეგიძლიათ Google Maps-ში გახსნათ და იქამდე მისასვლელი მარშრუტი დაგეგმოთ. რუკა მობილურ ტელეფონშიც იხსნება, ამიტომ ახლომდებარე დამტენს გზად გაჩერების დროსაც მოძებნით.
სად დავტენოთ ელექტრომობილი ქალაქგარეთ მგზავრობისას
ქალაქგარეთ მგზავრობის დაგეგმვისას წინასწარ მოძებნეთ, სად მდებარეობს ელექტრომობილის დამტენი სადგური თქვენს მარშრუტზე და რამდენად შეესაბამება ის ავტომობილის დამუხტვის სტანდარტს.
გამგზავრებამდე რუკაზე ერთი ძირითადი და ერთი სათადარიგო სადგური მოინიშნეთ. მაგალითად, თბილისიდან ბათუმისკენ მიმავალ გზაზე შეგიძლიათ იმერეთში, ავტობანთან ახლოს მდებარე სწრაფ დამტენთან გაჩერდეთ. გაჩერება ისე დაგეგმეთ, რომ ბატარეა თითქმის ბოლომდე არ დაიცალოს, რადგან თუ შერჩეული დამტენი დაკავებული ან გაუმართავი აღმოჩნდება, სათადარიგო სადგურამდე მისასვლელად ენერგიის საკმარისი მარაგი დაგჭირდებათ.
საქართველოში დამტენების ქსელებს სხვადასხვა კომპანია მართავს და სადგურით სარგებლობისთვის შესაძლოა ოპერატორის მობილური აპლიკაცია დაგჭირდეთ. ამიტომ წინასწარ გადაამოწმეთ შერჩეულ სადგურზე დატენვის პირობები, საჭირო აპლიკაცია ჩამოტვირთეთ და დარეგისტრირდით.
შორ მანძილზე მგზავრობისას პორტატული დამტენიც გამოგადგებათ, განსაკუთრებით იქ, სადაც ახლომახლო საჯარო სადგური არ არის. მის გამოსაყენებლად ელექტრომობილთან თავსებადი გადამყვანი კაბელი დაგჭირდებათ.
პორტატული და კედლის დამტენების ნახვა E-Motoros Georgis-ს ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ.
ელექტრომობილის დამტენები E-Motors Georgia-ს კატალოგში
თუ ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავთ, მოდელის შერჩევისას დამტენების რუკასაც გადახედეთ. ასე წინასწარ გაარკვევთ, სად შეძლებთ მანქანის დატენვას ყოველდღიური გადაადგილებისას თუ ქალაქგარეთ მგზავრობის დროს.
E-Motoros Georgia-ს კატალოგში ნახავთ ელექტრომობილებსა და დატენვად ჰიბრიდებს (PHEV).
ონლაინ კატალოგში მოდელების სავალი მარაგისა და ბატარეის ტევადობის შედარებაც შეგიძლიათ. ეს მონაცემები დაგეხმარებათ შეაფასოთ, რამდენად გამოგადგებათ შერჩეული ავტომობილი ქალაქში ყოველდღიურად გადასაადგილებლად თუ შორ მანძილზე სამგზავროდ.
ხშირად დასმული კითხვები
არსებობს თუ არა საქართველოში უფასო სწრაფი დამტენების რუკა?
მხოლოდ უფასო სწრაფი დამტენების ცალკე რუკა არ არსებობს, ვინაიდან მაღალი სიმძლავრის სადგურებით სარგებლობა თითქმის ყველგან ფასიანია. უფასო დამტენები უმეტესწილად სტანდარტული, შედარებით დაბალი სიმძლავრისაა და მათ ძირითადად სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და კვების ობიექტების ავტოსადგომებზე შეხვდებით. თითოეული ლოკაციის ტარიფებსა და პირობებს კონკრეტული ოპერატორის აპლიკაციაში გადაამოწმებთ.
რომელი მანქანის დამტენი შევარჩიოთ სახლისთვის?
სახლისთვის მანქანის დამტენის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მოწყობილობის სიმძლავრეს, კონექტორის ტიპსა და ელექტროქსელის შესაძლებლობებს. E-Motors Georgia-ს კატალოგში ხელმისაწვდომია 7 კვტ სიმძლავრის პორტატული AC დამტენი Type 2 კონექტორით. მის შეძენამდე გადაამოწმეთ, შეესაბამება თუ არა მოწყობილობა თქვენი ავტომობილის ტექნიკურ მონაცემებს და შესაძლებელია თუ არა მისი უსაფრთხოდ გამოყენება არსებულ ელექტროქსელში.
როგორ მოვძებნოთ ელექტრო მანქანის დამტენი რუკაზე?
ელექტრო მანქანის დამტენების რუკაზე სასურველი ქალაქის, უბნის ან გზის მონაკვეთის მოძებნით ახლომდებარე სადგურებს ნახავთ. ლოკაციის შერჩევის შემდეგ გადაამოწმეთ დამტენის ტიპი, სიმძლავრე და მომსახურების პირობები. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ელექტრო დამტენი თქვენს ავტომობილთან თავსებადი არ იქნება, ამიტომ წინასწარ შეამოწმეთ კონექტორის სტანდარტიც.
მოერგება თუ არა საჯარო დამტენი ჩინურ ელექტრომობილს?
ჩინური ავტომობილები ხშირად GB/T ან ევროპული CCS2 სტანდარტის პორტით გამოდის, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ბაზრისთვის დამზადდა მოდელი. საქართველოში ორივე ტიპის სწრაფი დამტენი მრავლად მოიპოვება. თქვენი მანქანის შესაერთებლის ტიპს ტექნიკურ პასპორტში ამოიკითხავთ, დეტალების დაზუსტებაში კი E-Motors Georgia-ს ავტო ცენტრში დაგეხმარებიან.
საჭიროა თუ არა საკუთარი კაბელის ტარება საჯარო სადგურისთვის?
სწრაფ სადგურებს ჩაშენებული კაბელები მოჰყვება, ასე რომ, დამატებითი აღჭურვილობა აღარ დაგჭირდებათ. სტანდარტულ, შედარებით ნელ დამტენებზე კი ხშირად მხოლოდ როზეტია დატოვებული, სადაც ავტომობილი საკუთარი Type 2 კაბელით უნდა შეაერთოთ. ამ მიზეზით, სასურველია, შესაბამისი კაბელი საბარგულში ყოველთვის გქონდეთ.
როგორ მოვიქცეთ, თუ დამტენი დაკავებული დაგვხვდება?
ოპერატორების უმეტესობის მობილური აპლიკაცია რეალურ დროში აჩვენებს, დაკავებულია თუ თავისუფალი კონკრეტული წერტილი. ამიტომ სასურველია, სადგურის სტატუსი მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შეამოწმოთ. თუ დამტენი დაკავებული აღმოჩნდება, რუკაზე უახლოეს ალტერნატივას მონიშნეთ და გეზი იქითკენ აიღეთ.
რა სიმძლავრის ელექტრომობილის დამტენებია ხელმისაწვდომი?
E-Motors Georgia-ს კატალოგში შეგიძლიათ შეარჩიოთ 7 კვტ სიმძლავრის პორტატული AC დამტენი და 30 კვტ სიმძლავრის კედელზე დასამაგრებელი DC სწრაფი დამტენი. მოდელები განსხვავდება როგორც მიერთების ტიპით, ისე დამუხტვის სიჩქარით. შესაფერისი ელექტრომობილის დამტენი უნდა შეარჩიოთ ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოყენების ადგილის გათვალისწინებით.