სედანები

ელექტრო და ჰიბრიდული სედანები E-Motors-ისგან — კომფორტი, ეკონომიურობა და თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიური მგზავრობისთვის.

თქვენს ფილტრს არცერთი ავტომობილი არ ემთხვევა.

ახალი თაობის ჩინური სედანი E-Motors Georgia-ში

სედანს მძღოლები ყოველდღიური, კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობისთვის ირჩევენ, როგორც ქალაქში, ისე საქალაქთაშორისო გზებზე. თუ თქვენც ასეთ ავტომობილს ეძებთ, E-Motors Georgia-ს კატალოგში ახალი თაობის ჩინურ მოდელებს გაეცნობით, სასურველი სედანის შესაძლებლობებს კი შეძენამდე, ტესტდრაივზე თავად შეაფასებთ.

ჩინური ელექტროსედანები E-Motors Georgia-ში

ჩვენს შოურუმში IM Motors-ის ელექტროსედანს,  IM L7-ს ნახავთ. IM Motors პრემიუმ ბრენდია, რომლის ავტომობილებიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ორივე სედანი ერთი სრული დამუხტვით 700 კილომეტრამდე მანძილს გადის. პანორამული სახურავი, დიდი სენსორული ეკრანი და მძღოლის დამხმარე სისტემები კი მათ საბაზისო ვერსიებსაც აქვს.

რით გამოირჩევა სედანი?

სედანის დაბალი კორპუსი ჰაერის წინააღმდეგობას ამცირებს, ამიტომ ავტომობილს მოძრაობისთვის ნაკლები ენერგია სჭირდება და საწვავსა თუ ელექტროენერგიას უფრო ეკონომიურად მოიხმარს. ამ ტიპის მანქანა მოსახვევებში ნაკლებად იხრება, ამიტომ მძღოლიც და მგზავრებიც თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ. კარგი ხმის იზოლაციის წყალობით კი სალონში გარე ხმაური ნაკლებად ისმის და ხანგრძლივი მგზავრობაც ნაკლებად დამღლელია. 

ფასები, საგარანტიო პირობები და განვადება

კატალოგში ელექტროსედანების ფასი 36 000 დოლარია. მიმდინარე შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს თითოეული მოდელის გვერდზე იხილავთ.

საგარანტიო ვადა მოდელის მიხედვით 3 წლიდან (ან 100 000 კმ-დან) 6 წლამდეა (ან 190 000 კმ-მდე). გარანტია მოქმედებს მითითებული ვადის გასვლამდე ან გარბენის ზღვრის მიღწევამდე, იმის მიხედვით, რომელი დადგება უფრო ადრე. ავტომობილის მოვლასა და საგარანტიო მომსახურებაზე ავტორიზებული სერვისცენტრი იზრუნებს, სადაც მხოლოდ ორიგინალი ნაწილები გამოიყენება. 

ავტომობილის შეძენას განვადებითაც შეძლებთ. თითქმის ყველა წამყვან ქართულ ბანკთან ვთანამშრომლობთ, SOLO-სა და TBC Concept-ის მომხმარებლებს კი 12-თვიან 0%-იან განვადებას ვთავაზობთ, 10%-იანი თანამონაწილეობით. 

შეარჩიეთ სასურველი მოდელი კატალოგში და ტესტდრაივის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 15 10 10 ან მოგვწერეთ: info@emotors.ge. ჩვენი გუნდი თქვენს შეკითხვებს უპასუხებს და შეძენის პირობებს გაგაცნობთ. გელით თბილისის ავტომობილების შოურუმში, ბელიაშვილის 131-ში. 

შირად დასმული კითხვები

სედანები ადგილზეა თუ წინასწარ უნდა შევუკვეთო?

სასურველი მოდელისა და კომპლექტაციის ადგილზე არსებობა ჩვენს გუნდთან გადაამოწმეთ. თუ შერჩეული ვერსია ამჟამად არ გვაქვს, წინასწარი შეკვეთის შესაძლებლობა და ჩამოყვანის ვადაც კონსულტაციისას დააზუსტეთ.

შესაძლებელია თუ არა შეძენამდე ორივე მოდელის ტესტდრაივი?

ორივე მოდელის გვერდიდან შეგიძლიათ ტესტ-დრაივის მოთხოვნა გამოგზავნოთ. თუ L6-ისა და L7-ის გამოცდა ერთ ვიზიტზე გსურთ, დაჯავშნისას მიუთითეთ და ჩვენს გუნდთან შეათანხმეთ დრო და ავტომობილების ხელმისაწვდომობა.

შესაძლებელია თუ არა E-Motors Georgia-ში დამტენის შეძენა?

დიახ, ჩვენს კატალოგში პორტატიულ და კედელზე დასამაგრებელ მანქანის დამტენებს, ასევე გადამყვან კაბელებს ნახავთ. შეძენამდე გადაამოწმეთ შერჩეული მოწყობილობის თავსებადობა თქვენს ავტომობილთან.

IM Motors-ის სედანის დამუხტვას რომელ დამტენ სადგურებზე შევძლებ?

სადგურის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ავტომობილის დამუხტვის პორტი და დამტენთან თავსებადობა. ახლომდებარე სადგურებს emotors.ge-ზე განთავსებული დამტენების რუკით მოძებნით, შესაბამისი კონექტორის არსებობა და სადგურის სტატუსი კი მის ოპერატორთან გადაამოწმეთ.