HQ9
მეორადიბრენდი
Hongqi
ტიპი
მინივენი
ფასი
შემოწმებული მეორადი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები E-Motors-ისგან — გარანტიითა და სრული სერვისის ისტორიით.
E-Motors Georgia-ს შოურუმსა და კატალოგში ახალ ავტომობილებთან ერთად Jetour-ის, IM Motors-ისა და Hongqi-ს მეორადი მოდელებია წარმოდგენილი.
მეორადი მანქანები საქართველოში განსაკუთრებით მოთხოვნადია, ამიტომ E-Motors Georgia-ში თითოეული ავტომობილი გაყიდვამდე ავტორიზებულ სერვისცენტრში მოწმდება, შეძენის შემდეგ კი მასზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით მეორადი ჩინური ელექტრო მანქანები სარგებლობს. თუ ყოველდღიური მგზავრობისთვის ეკონომიურ და თანამედროვე ავტომობილს ეძებთ, IM Motors-ის ელექტროსედანები, L6 და L7, დაგაინტერესებთ. ორივე მოდელი დიდი ტევადობის ბატარეით გამოირჩევა და ერთი სრული დამუხტვით საკმაოდ დიდ მანძილს გადის.
ოჯახური თუ საქმიანი მგზავრობისთვის კი Hongqi-ს მინივენი HQ9 გამოგადგებათ, რომელსაც ფართო და კომფორტული სალონი, პრემიუმ კომპლექტაცია და მძლავრი ძრავა აქვს.
კატალოგს რეგულარულად ემატება მოდელები, რომლებიც გაყიდვამდე საფუძვლიან ტექნიკურ შემოწმებას გადის. ბრენდებისა და ავტომობილების სრული კატალოგი ჩინური მანქანების გვერდზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ.
მეორადი მანქანის შერჩევისას მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ უვლიდნენ მას, დროულად უტარდებოდა თუ არა გეგმური მომსახურება და ჰქონია თუ არა სერიოზული დაზიანება. E-Motors Georgia-ში როგორც ახალი მანქანები, ისე მეორადი ავტომობილები ავტორიზებულ სერვისცენტრში გადის მომსახურებას და მათი ტექნიკური მდგომარეობა ასახულია დოკუმენტაციაში.
გაყიდვამდე თითოეული ვტომობილი საფუძვლიანად მოწმდება, შეძენის შემდეგ კი მასზე, ახალი მოდელის მსგავსად, მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს. საგარანტიო პირობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ელექტრომობილებისთვის, რადგან ბატარეისა და ელექტრონული სისტემების შეცვლა ძალიან ძვირია.
გაყიდვამდე თითოეული მეორადი ავტომობილი ავტოცენტრში სრულ ტექნიკურ დიაგნოსტიკას გადის. შემოწმება ლიცენზირებული სადიაგნოსტიკო აპარატურით, მწარმოებლის მკაცრი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ისევე როგორც ახალი მოდელების მომსახურება.
თუ რომელიმე დეტალი შესაცვლელია, ის მხოლოდ ორიგინალი ნაწილით ნაცვლდება. ამასთან, ავტომობილის პროგრამული სისტემაც ახლდება, რათა უსაფრთხოებისა და მართვის ყველა ფუნქცია მწარმოებლის უახლეს პროგრამულ ვერსიას შეესაბამებოდეს.
მეორად ავტომობილზე ქარხნული გარანტია დარჩენილი ვადით მოქმედებს, რომელიც მისი თავდაპირველი შეძენის თარიღზეა დამოკიდებული. ჩინური საავტომობილო ბრენდისა და მოდელის მიხედვით, სრული საგარანტიო ვადა 3-დან 6 წლამდეა, გარბენის ლიმიტი კი 100 000-დან 190 000 კილომეტრამდე მერყეობს. გარანტია მოქმედებს შესაბამისი ვადის ამოწურვამდე ან გარბენის ზღვრის მიღწევამდე, იმის მიხედვით, რომელი დადგება ადრე.
საგარანტიო მომსახურება ჩვენსავე ავტორიზებულ სერვისცენტრში ტარდება, სადაც ავტომობილმა შეძენამდე შემოწმება გაიარა. ამიტომ E-Motors Georgia-ს შოურუმში წარმოდგენილი მეორადი მანქანები ყველაზე საიმედოა და ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილი ორიგინალი ნაწილებით უფასოდ შეკეთდება.
მეორადი ავტომობილების ყიდვა განვადებით ისევე მარტივად შეგიძლიათ, როგორც ახლის. ამისთვის თითქმის ყველა წამყვან ბანკთან და სალიზინგო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. Solo-სა და Concept-ის მომხმარებლებისთვის ამ ეტაპზე სპეციალური პირობები მოქმედებს: 12-თვიანი 0%-იანი განვადება 10%-იანი თანამონაწილეობით.
თუ გსურთ შემოწმებული მანქანა განვადებით შეიძინოთ, შეარჩიეთ სასურველი მოდელი მეორადი ავტომობილების კატალოგიდან, დაჯავშნეთ ტესტდრაივი და ყველა ფორმალობა ერთი ვიზიტით მოაგვარეთ. გვესტუმრეთ თბილისის შოურუმში (ბელიაშვილის 131) ან დაგვიკავშირდით: 032 2 15 10 10; info@emotors.ge.
E-Motors Georgia-ში მეორადი მანქანები მწარმოებლის ოფიციალური დარჩენილი გარანტიით იყიდება. მოდელების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ონლაინ კატალოგსა და თბილისის შოურუმში, ბელიაშვილის 131-ში.
ამჟამად კატალოგში IM Motors-ის მეორადი ჩინური ელექტრო მანქანებია წარმოდგენილი. მარაგი რეგულარულად ახლდება, ამიტომ მიმდინარე შეთავაზებებს მეორადი ავტომობილების გვერდზე გაეცანით.
გარანტიის დარჩენილი ვადა ავტომობილის თავდაპირველი შეძენის თარიღზეა დამოკიდებული. მოდელის მიხედვით, სრული საგარანტიო ვადა 3-დან 6 წლამდეა, გარბენის ლიმიტი კი 100 000-დან 190 000 კილომეტრამდე მერყეობს. გარანტია მოქმედებს შესაბამისი ვადის ამოწურვამდე ან გარბენის ზღვრის მიღწევამდე, იმის მიხედვით, რომელი უფრო ადრე დადგება. კონკრეტული მოდელის პირობებს მის გვერდზე ნახავთ.
შეარჩიეთ სასურველი მოდელი ვებგვერდზე და იქვე დაჯავშნეთ ტესტდრაივი. შოურუმში ავტომობილის გამოცდის შემდეგ ხელშეკრულების გაფორმებასაც იმავე ვიზიტისას შეძლებთ.
დიახ, ჩვენთან მეორადი ავტომობილების ყიდვა პარტნიორი ბანკების განვადებით ან ლიზინგით შეგიძლიათ. Solo-სა და Concept-ის მომხმარებლებისთვის ამ ეტაპზე მოქმედებს 12-თვიანი 0%-იანი განვადება 10%-იანი თანამონაწილეობით.