ჯიპები: ელექტრო, ჰიბრიდული და კროსოვერები E-Motors-ისგან - ფართო სალონი, მაღალი კლირენსი და დიდი გარბენი.

ბენზინი

ბრენდი

Jetour

ტიპი

ჯიპი

ფასი

₾90 020
გაიგე მეტი
ბენზინი

ბრენდი

Jetour

ტიპი

ჯიპი

ფასი

₾77 160
გაიგე მეტი
ბენზინი

ბრენდი

Jetour

ტიპი

ჯიპი

ფასი

₾55 298
გაიგე მეტი
ჰიბრიდი

ბრენდი

Jetour

ტიპი

ჯიპი

ფასი

₾146 604₾128 600−12%
გაიგე მეტი

ჯიპები საქართველოში 

ბოლო პერიოდში ელექტრო ჯიპები საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რადგან მომხმარებლები უპირატესობას ეკოლოგიურ და ეკონომიურ ტრანსპორტს ანიჭებენ. მართალია, ხშირად მიიჩნევა, რომ ეკონომიური გასაყიდი მანქანები იაფად მხოლოდ მეორად ბაზარზე მოიძებნება, თუმცა თანამედროვე ავტოინდუსტრია ამტკიცებს, რომ ახალი, ენერგოეფექტური მოდელის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შესაძლებელია.

E-Motors Georgia-ს შოურუმში Jetour-ის, IM Motors-ისა და Hongqi-ს უახლეს ჯიპებს, მათ შორის SUV ჯიპებსაც,  გთავაზობთ. სასურველი ავტომობილის შესარჩევად კატალოგში შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ შიდაწვის ძრავით აღჭურვილი, ჰიბრიდული და სრულად ელექტრო მოდელების ტექნიკურ მახასიათებლებს. შოურუმში კი საუკეთესო პირობებით იყიდება ჯიპები, რომლებიც მაღალი კომფორტითა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით გამოირჩევა.

შიდაწვის ძრავიანი, ჰიბრიდული და ელექტრო ჯიპები E-Motors Georgia-ს კატალოგში 

ბენზინზე მომუშავე ავტომობილის მოდელებიდან Jetour Dashing-სა და T2-ს გთავაზობთ. წინაამძრავიანი Dashing ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვისაა გათვლილი, ხოლო სრულამძრავიანი T2 მათ გამოადგებათ, ვისაც ხშირად უწევს რთული რელიეფის დაძლევა და საიმედო ოფროუდის მანქანა სჭირდება. 


ჰიბრიდულ Jetour T2 i-DM AWD-ს შიდაწვის ძრავა და ელექტროძრავები აქვს, ბატარეის დამუხტვა კი გარე დენის წყაროდანაც შეგიძლიათ. ეს ეკოლოგიური და ინოვაციური ჩინური ჯიპი სრულამძრავიანია და მაღალი გამავლობით გამოირჩევა.

თითოეული ავტომობილის აღწერაში მითითებულია წამყვანი თვლების ტიპი, სამგზავრო ადგილების რაოდენობა და უსაფრთხოების სისტემები. თუ გსურთ, ავტომობილს ჰქონდეს 360-გრადუსიანი კამერა, სავარძლების მეხსიერება ან მულტიმედიური სისტემის კონკრეტული ფუნქციები, შესაბამისი კომპლექტაციის შერჩევაში ჩვენი კონსულტანტი დაგეხმარებათ. 

რატომ უნდა შეიძინოთ ჯიპი ოფიციალური წარმომადგენლისგან?

თუ აქამდე თქვენი მთავარი სატრანსპორტო საშუალება კლასიკური სედანი იყო და ახლა მაღალი გამავლობის SUV-ზე გადასვლას გეგმავთ, უპირატესობა მხოლოდ ოფიციალურ წარმომადგენელს უნდა მიანიჭოთ, რადგან ჩვენ გთავაზობთ:

  • ქარხნული გარანტიას: თითოეული ჩინური ჯიპი საქართველოში პირდაპირ მწარმოებლისგან შემოგვყავს და სრული ოფიციალური გარანტია ვრცელდება.
  • ადგილობრივი სერვისი: ავტომობილის მოვლასა და შეკეთებაზე ჩვენი ავტორიზებული სერვისცენტრი ზრუნავს. მომსახურების სტანდარტებს ვიცავთ და მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს ვიყენებთ.
  • ტესტ-დრაივს შეძენამდე: სასურველი მოდელი შეძენამდე შეგიძლიათ ტესტ-დრაივზე გამოსცადოთ. ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციას რამდენიმე წუთი სჭირდება.
  • გადახდის მოქნილი პირობებს: ავტომობილის შესაძენად შეგიძლიათ პარტნიორი ბანკების განვადებით ან ავტოლიზინგით ისარგებლოთ.

ოფიციალური გარანტია და გადახდის მოქნილი პირობები

საგარანტიო ვადა მოდელის მიხედვით განსხვავდება. ზოგ ავტომობილზე გარანტია 3 წელი ან 100 000 კმ-ია, ზოგზე კი 6 წელი ან 190 000 კმ. გარანტია მოქმედებს ვადის ამოწურვამდე ან გარბენის ზღვრის მიღწევამდე, იმის მიხედვით, რომელი დადგება პირველი. კონკრეტული მოდელის საგარანტიო პირობებსა და გეგმიური ტექნიკური მომსახურების გრაფიკს ხელშეკრულების გაფორმებამდე გაგაცნობთ. 

თითქმის ყველა ბანკთან ვთანამშრომლობთ. ამჟამად SOLO-სა და Concept-ის მომხმარებლებს სპეციალურ შეთავაზებას ვთავაზობთ: 12-თვიან 0%-იან განვადებას 10%-იანი თანამონაწილეობით. შეთავაზების დეტალებსა და დაფინანსების სხვა პირობებს ჩვენი ფინანსური კონსულტანტი გაგაცნობთ.

E-Motors Georgia-ში ოფიციალური გარანტიითა და საუკეთესო შეთავაზებებით იყიდება ჯიპები, რომელთა შეძენაც თქვენს ბიუჯეტზე მორგებული პირობებით შეგიძლიათ. გადახედეთ ჯიპების კატალოგს, შეარჩიეთ სასურველი მოდელი და დაგვიკავშირდით ტესტ-დრაივის დასაჯავშნად.

ხშირად დასმული კითხვები

რა პირობებით იყიდება ჯიპები E-Motors Georgia-ს შოურუმში?

ჩვენს ცენტრში ოფიციალური ქარხნული გარანტიით იყიდება ჯიპები, რომელთა შეძენაც შესაძლებელია როგორც ერთიანი გადახდით, ისე მოქნილი საბანკო განვადებითა და სალიზინგო პროგრამებით. გარდა ამისა, ავტომობილის მოვლასა და შეკეთებაზე ავტორიზებული სერვისცენტრი ზრუნავს.

რამდენად გამძლეა თანამედროვე ჩინური ჯიპი საქართველოს რელიეფზე?

თანამედროვე ჩინური ჯიპი (მაგალითად, Jetour T2) სპეციალურად შექმნილია მრავალფეროვან და რთულ გზებზე გადასაადგილებლად. მაღალი კლირენსი, გამძლე დაკიდების სისტემა და სრულამძრავიანი სისტემა (AWD) უზრუნველყოფს საიმედოობას როგორც ქალაქში, ისე მთიან მარშრუტებზე.

შესაძლებელია თუ არა ელექტრო ჯიპის სახლში დამუხტვა?

ელექტრომანქანებიდან ჯიპები განსაკუთრებით პრაქტიკულია, რადგან მათი დამუხტვა სახლშიც შესაძლებელია. დამტენი ავტომობილის ტექნიკურ მახასიათებლებს უნდა შეესაბამებოდეს, მონტაჟამდე კი კვალიფიციურმა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, გაუძლებს თუ არა სახლის ელექტროქსელი დამტენის დატვირთვას.

როგორ შევამოწმოთ საბავშვო სავარძლის თავსებადობა?

დამონტაჟებამდე გაეცანით საბავშვო სავარძლის ინსტრუქციასა და ავტომობილის სახელმძღვანელოს. ISOFIX სამაგრების არსებობასთან ერთად გადაამოწმეთ მათი განლაგება და ისიც, სალონის რომელ ადგილებზეა ნებადართული კონკრეტული სავარძლის დამონტაჟება. თითოეული თანამედროვე ჩინური ჯიპი უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით იქმნება და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების შესაბამისი სამაგრებით.

რამდენი ხანი სჭირდება ელექტრო ჯიპის სრულად დამუხტვას?

დამუხტვის დრო ბატარეის ტევადობასა და მანქანის დამტენის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია თავად ავტომობილის დამუხტვის მაქსიმალური სიმძლავრეც. თუმცა, ზოგადი მონაცემებით, 20%-დან 80%-მდე დამუხტვას საშუალოდ 40 წუთი სჭირდებს.

ამცირებს თუ არა ცივი ამინდი ელექტრომობილის სავალ მარაგს?

დიახ, სიცივეში ბატარეაში ქიმიური პროცესები ნელდება, სალონის გათბობას კი დამატებითი ენერგია სჭირდება. ამიტომ ზამთარში ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილი მცირდება. სხვაობა კონკრეტულ მოდელზე, ჰაერის ტემპერატურასა და მართვის სტილზეა დამოკიდებული.