ელექტრომობილები
სრულად ელექტრო ავტომობილები - ნულოვანი გამონაბოლქვი, დიდი გარბენი და მყისიერი აჩქარება.
თქვენს ფილტრს არცერთი ავტომობილი არ ემთხვევა.
ელექტრო მანქანები საქართველოში
ბოლო წლებში ელექტრო მანქანები საქართველოში მოთხოვნადი გახდა, რადგან მძღოლები უპირატესობას ეკოლოგიურ და ეკონომიურ ტრანსპორტს ანიჭებენ. ამ მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, E-Motors Georgia ადგილობრივ ბაზარზე წამყვანი ჩინური ბრენდის, IM Motors-ის ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელია.
ახალი თაობის ელექტრო მანქანები მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს, უსაფრთხოებასა და ინოვაციურ შესაძლებლობებს სთავაზობს. ყველა მოდელი თბილისში, ჩვენს ავტომობილების შოურუმშია, სადაც სასურველ ელექტრომობილს შეარჩევთ და ტესტ-დრაივით გამოცდით. შეძენისას კი გადახდის ხელსაყრელი პირობებითა და სრული საგარანტიო მომსახურებითაც ისარგებლებთ.
ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი ბრენდები E-Motors Georgia-ში
IM Motors გლობალური საავტომობილო კომპანიის, SAIC Motor-ის, პრემიუმ ბრენდია. ეს თანამედროვე ელექტრო მანქანები ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და მართვის დამხმარე სისტემებით გამოირჩევა. მისი L6 და L7 სედანები ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვის კარგი არჩევანია.
რატომ უნდა შეიძინოთ ელექტრო მანქანა ოფიციალური წარმომადგენლისგან?
ოფიციალური დილერისგან შეძენილი ელექტრო მანქანები მფლობელს სრულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას უქმნის. ამ უპირატესობებით ისარგებლებთ E-Motors Georgia-ში:
- ქარხნული გარანტია ბატარეაზე: თითოეული მოდელი საქართველოში უშუალოდ მწარმოებლისგან შემოდის და მასზე ქარხნული გარანტია ვრცელდება;
- ავტორიზებული სერვისცენტრი: ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე სერვისცენტრი ზრუნავს, სათადარიგო ნაწილებსა და პროგრამულ განახლებებს კი პირდაპირ მწარმოებლისგან იღებს;
- ტესტდრაივი შეძენამდე: თუ სასურველი ელექტრომობილი შოურუმში ხელმისაწვდომია, შეძენამდე შეგიძლიათ ის ტესტდრაივზე გამოსცადოთ.
- გადახდის ხელსაყრელი პირობები: ავტომობილის შეძენა შესაძლებელია პარტნიორი ბანკების განვადებით, ავტოლიზინგით ან Trade-In-ით, ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლებით.
რა ღირს ელექტრომობილი საქართველოში?
თანამედროვე ელექტრო მანქანები საქართველოში სხვადასხვა საფასო კატეგორიაშია ხელმისაწვდომი, საბოლოო ღირებულება კი ძირითადად მოდელისა და კომპლექტაციის მიხედვით განისაზღვრება.
E-Motors Georgia-ს კატალოგში ფასები დაახლოებით 55 000 ლარიდან იწყება და 116 000 ლარამდე აღწევს. ამ დიაპაზონში წარმოდგენილი ახალი მანქანები საშუალებას გაძლევთ, საკუთარი საჭიროებებისა და ბიუჯეტის მიხედვით ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიოთ. ფასი კომპლექტაციაზეცაა დამოკიდებული, რადგან ერთი და იმავე მოდელის ვერსიები ბატარეის ტევადობით, წამყვანი თვლებითა და სალონის აღჭურვილობით განსხვავდება.
თითოეული მოდელის ზუსტ ფასსა და მიმდინარე ფასდაკლებას კატალოგში იხილავთ, კომპლექტაციების შედარებაში კი შოურუმში დაგეხმარებით.
გარანტიისა და განვადების პირობები
E-Motors Georgia-ში ყველა ავტომობილზე ოფიციალური ქარხნული გარანტია მოქმედებს, რომლის ვადა მოდელის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, L7 სედანზე გარანტია 6 წლის განმავლობაში ან 190 000 კილომეტრის გარბენამდე მოქმედებს, იმის მიხედვით, რომელი პირობა შესრულდება პირველად. გარანტია სრულად ვრცელდება ბატარეაზეც, ელექტრომობილის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპონენტზე. საგარანტიო პერიოდში ქარხნული ხარვეზის აღმოჩენისას ჩვენი ავტორიზებული სერვისცენტრი ავტომობილს ორიგინალი ნაწილებით უსასყიდლოდ შეაკეთებს.
წამყვან ბანკებთან და სალიზინგო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობთ, ამიტომ სასურველ მოდელს საბანკო განვადებით ან ავტოლიზინგითაც შეიძენთ. პირველადი შენატანის ოდენობასა და გადახდის გრაფიკს შოურუმში თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით განვიხილავთ.
შეარჩიეთ სასურველი მოდელი ჩვენს კატალოგში და დაჯავშნეთ ტესტდრაივი. გვესტუმრეთ თბილისში, ბელიაშვილის 131-ში, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 15 10 10. ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე: info@emotors.ge.
ხშირად დასმული კითხვები
რომელი ელექტრო მანქანები იყიდება საქართველოში ოფიციალურად?
E-Motors Georgia-ს ოფიციალურ შოურუმში წარმოდგენილი ელექტრო მანქანები უშუალოდ მწარმოებლისგან შემოდის და მათზე სრული ქარხნული გარანტია ვრცელდება.
რა მანძილს გადის ელექტრომობილი ერთი დამუხტვით?
თანამედროვე ელექტრომობილი ერთი სრული დამუხტვით საშუალოდ 450 კილომეტრს გადის, თუმცა რეალური სვლის მარაგი კონკრეტულ მოდელსა და მართვის სტილზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია გზის რელიეფიც: აღმართზე ენერგიის მოხმარება იზრდება, დაღმართზე კი რეგენერაციული მუხრუჭის მეშვეობით ენერგია ბატარეას უბრუნდება.
შორ მანძილზე მგზავრობისას ელექტრო დამტენების რუკა დაგეხმარებათ, რათა მარშრუტი წინასწარ დაგეგმოთ და უახლოესი დამტენი სადგურები მარტივად იპოვოთ.
შეიძლება თუ არა ელექტრომობილის სახლში დამუხტვა?
დიახ, შესაბამისი დამტენითა და მის სიმძლავრეზე გათვლილი ელექტროქსელით ელექტრომობილის სახლში დამუხტვა შეგიძლიათ. ჩვენს კატალოგში 7 კილოვატიან პორტატულ დამტენს შეარჩევთ. სრულად დამუხტვის დრო ბატარეის ტევადობასა და დარჩენილ მუხტზეა დამოკიდებული.
შეიძლება თუ არა მოდელების შოურუმში დათვალიერება?
დიახ, ორივე ბრენდის მოდელები ჩვენს შოურუმში მუდმივადაა წარმოდგენილი. ტესტდრაივს ვებგვერდიდან რამდენიმე წუთში დაჯავშნით, რის შემდეგაც ჩვენი კონსულტანტი დაგიკავშირდებათ და ვიზიტის ზუსტ დროს შეგითანხმებთ.