ეკონომიური ავტომობილები არ არის უსაფრთხო — რას უპირისპირებენ ამ მითს ჩინელი მწარმოებლები

ეკონომიური vs. უსაფრთხოების მითი: როგორ ამტკიცებენ ჩინური ბრენდები თანამედროვე სტანდარტებს.

2025-10-16

წლების წინ ჩამოყალიბდა აზრი, რომ ეკონომიური ავტომობილები უსაფრთხო არ არის. ეს სტერეოტიპი მაშინ გავრცელდა, როცა უსაფრთხოების ბალიშები და ABS-ის ტიპის მუხრუჭები მხოლოდ პრემიუმ სეგმენტის მანქანებს ჰქონდა. ამავდროულად, ავტომობილის სიმყარე და საიმედოობა მის წონასთან იყო დაკავშირებული ანუ რაც უფრო მასიური და მძიმე იყო კონსტრუქცია, მით უსაფრთხო და, ამავდროულად, ძვირადღირებული იყო ის.

ტექნოლოგიური შესაძლებლობების, ახალი მასალების აღმოჩენისა და უსაფრთხოების სისტემების განვითარების კვალდაკვალ, რეალობა შეიცვალა და თანამედროვე ავტომობილის უსაფრთხოების დონეს მისი ფასი ან წონა აღარ განსაზღვრავს.

რატომ ითვლებოდა მძიმე ავტომობილი უფრო უსაფრთხოდ?

blog image

გასულ საუკუნეში ავტომობილის უსაფრთხოება ნამდვილად იყო დაკავშირებული მის მასასთან. ამერიკაში წარმოებული მძიმე სედანები შეჯახებისას მინიმალურად ზიანდებოდა და მგზავრებსაც კარგად იცავდა.

თუმცა, მასიური და მტკიცე კორპუსის დასამზადებლად დიდი რაოდენობით მასალა იყო საჭირო, რაც ავტომობილის საბოლოო ღირებულებაზე აისახებოდა. უსაფრთხოების ბალიშებისა და სხვა სისტემების ინტეგრირება ავტომობილის ფასს კიდევ უფრო ზრდიდა. ამრიგად, იმ დროს ეკონომიური ჯიპები, სედანისა და სხვა ტიპის ავტომობილები ნაკლებად ხარისხიანი ლითონისაგან მზადდებოდა და, შესაბამისად, უსაფრთხოც არ იყო.

როგორ მუშაობს ავტომობილის უსაფრთხოება დღეს

blog image

დროთა განმავლობაში დამტკიცდა, რომ ავტომობილის კორპუსი ძალიან ხისტი არ უნდა იყოს. ფიზიკის კანონების თანახმად, შეჯახებისას გამოთავისუფლებული ენერგია სადღაც უნდა გაიფანტოს. თუ ავტომობილის კორპუსი არ დეფორმირდება, მთელი ენერგია ერთ ადგილას გროვდება და პირდაპირ სალონისკენ მიემართება, რაც მგზავრების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, პრემიუმ და ეკონომიური ავტომობილები ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება:

  • ეს არის ავტომობილის წინა და უკანა ნაწილებში განთავსებულია დეფორმირებადი ზონები, რომლებიც შეჯახებისას ზიანდება. ამ დეფორმაციის დროს გამოთავისუფლებული ენერგიის დიდი ნაწილი შთაინთქმება და სალონზე ზემოქმედების ძალა მცირდება;
  • სალონის გარშემო არსებული კონსტრუქცია მაქსიმალურად მტკიცე მასალებისგან მზადდება. მისი მიზანია, ნებისმიერი სიმძლავრის დარტყმისას შეინარჩუნოს ფორმა და დაიცვას მგზავრებისთვის განკუთვნილი სივრცე.

ამ ბალანსის მისაღწევად ინჟინრები მაღალი სიმტკიცის ფოლადსა და ალუმინს იყენებენ. ასეთი მასალები ჩვეულებრივ ფოლადზე გამძლეა, რაც საშუალებას იძლევა, შეიქმნას მსუბუქი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მტკიცე კარკასი.

აქტიური უსაფრთხოების სისტემები თანამედროვე ავტომობილებში

სტატისტიკურად, ავტოსაგზაო შემთხვევების 90%-ზე მეტი ადამიანური შეცდომების, მძღოლის გადაღლისა და ძილიანობის, ყურადღების გაფანტვის, დისტანციის არასწორად შეფასების, შეუსაბამო სიჩქარის შერჩევის ან უეცარი მანევრირების გამო, ხდება. ამ შეცდომების შესამცირებლად შეიქმნა მძღოლის დამხმარე სისტემები, რომლებიც კამერებით, რადარებითა და სენსორებით აკონტროლებს გარემოს. ამას აქტიური უსაფრთხოების სისტემები ჰქვია და პასიური უსაფრთხოება თუ ავარიის შედეგებს ამსუბუქებს, ეს უკანასკნელი ცდილობს, ავარია საერთოდ არ მოხდეს.

აქტიური უსაფრთხოების სისტემებს მიეკუთვნება:

  • ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი: ინარჩუნებს არა მხოლოდ მუდმივ სიჩქარეს, არამედ ავტომატურად არეგულირებს მას წინ მოძრავ ავტომობილთან უსაფრთხო დისტანციის შესანარჩუნებლად. საცობის დროს სისტემა დამოუკიდებლად ანელებს და აჩქარებს ავტომობილს;
  • უხილავი ზონის კონტროლირების სისტემა: სპეციალური სენსორები აკონტროლებს იმ ზონებს, რომლებსაც მძღოლი სარკეებში ვერ ხედავს. როდესაც სხვა ავტომობილი ან დაბრკოლება ამ ზონაში მოექცევა, სისტემა ვიზუალური ან ხმოვანი სიგნალით აფრთხილებს მძღოლს.
  • 360 გრადუსიანი კამერების სისტემა: ავტომობილის გარშემო დამონტაჟებულია რამდენიმე კამერა, რომლებიც პანორამულად იღებს გარშემო ტერიტორიას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა პარკირებისას, ვიწრო ადგილებში მანევრირებისას და დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, სადაც დაბრკოლებების დანახვა რთულია.
  • ზოლში მოძრაობის ასისტენტი: კამერების მეშვეობით ავტომობილის მოძრაობას აკონტროლებს. თუ მანქანა მოხვევის მანიშნებლის გარეშე იწყებს ზოლიდან გადასვლას, სისტემა ჯერ აფრთხილებს მძღოლს ვიბრაციით ან ხმოვანი სიგნალით, შემდეგ კი საჭის მსუბუქი კორექტირებით ავტომობილს ზოლში დამოუკიდებლად აბრუნებს.

ეს ფუნქციები ერთობლივად აყალიბებს უსაფრთხოების სისტემას, რომელიც მძღოლსა და მგზავრებს მუდმივად იცავს, ამცირებს ავარიის რისკს და მართვას უფრო კომფორტულ გამოცდილებად გარდაქმნის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს ეს თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიები აღარ არის მხოლოდ პრემიუმ სეგმენტის პრივილეგია. ბოლო წლებში ჩინური ავტომწარმოებლები აქტიურად ნერგავენ მძღოლის დამხმარე სისტემებს თავიანთ ეკონომიურ ავტომობილებში.

როგორ იყენებენ ჩინური ბრენდები ახალ მიდგომებს

blog image

უსაფრთხოების სისტემები მხოლოდ მაშინ იძენს პრაქტიკულ ღირებულებას, როდესაც დამოუკიდებელი ტესტებით დასტურდება მათი ეფექტურობა. E-Motors Georgia-ს შოურუმში წარმოდგენილი ბრენდები თანამედროვე მიდგომებს წარმატებით იყენებენ და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ, კომფორტულ ეკონომიურ ავტომობილებს აწარმოებენ.

ამის ნათელი მაგალითია IM Motors-ი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ახალბედა ავტო მწარმოებლებს მსოფლიო უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა შეუძლიათ. მოდელმა IM6 2025 წლის Euro NCAP ტესტირებაში ხუთი ვარსკვლავი მიიღო, რაც გამკაცრებული მოთხოვნების ფონზე, დიდი მიღწევაა. შედეგებით დადასტურდა, რომ, ავტომობილი თანამედროვე უსაფრთხოების სისტემების დახმარებით, ზრდასრულ მგზავრებს 90%, ბავშვებს 85%, ქვეითებს 83%-იანი ეფექტურობით იცავს.

Forthing-ის საოჯახო ავტომობილები იმ ფუნქციებსა და სისტემებს აერთიანებს, რომლებიც მხოლოდ პრემიუმ სეგმენტშია მოცემული. მეტიც, ბრენდის Forthing U-Tour გახდა პირველი მრავალფუნქციური ეკონომიური ავტომობილი, რომელმაც C-NCAP-ის 2021 წლის გამკაცრებულ ტესტებში ხუთი ვარსკვლავი მიიღო.

Jetour-ის ავტომობილების კარკასის ნახევარზე მეტი, 75% მაღალი სიმტკიცის ფოლადისაგან შედგება. ამის გამო, შეჯახებისას კონსტრუქცია არ ზიანდება, გამოთავისუფლებული ენერგია იფანტება და მგზავრების ჯანმეთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

Dayun-ის მოდელები, გარდა იმისა, რომ მძღოლის დამხმარე სისტემებით არის აღჭურვილი, ის ავტომობილის ასაგებად მყარ კონსტრუქციას იყენებს. AIQAR-ის ეკონომიური ავტომობილები ალუმინისაგან მზადდება, რადგან ეს მასალა 40%-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე ფოლადი. მიუხედავად ამისა, ეს თანამედროვე ელექტრომობილები მტკიცე კონსტრუქციის მქონეა და სიმსუბუქის გამო, ენერგიასაც ეკონომიურად მოიხმარს.

ჩინური ბრენდები ავტომობილებს პასიური და აქტიური უსაფრთხოების სისტემების კომბინაციით ქმნიან. მყარი კონსტრუქციები და უსაფრთხოების ბალიშები მგზავრებს ავარიის დროს იცავს, ხოლო კამერები, სენსორები და მძღოლის დამხმარე სისტემები ავარიების პრევენციას ახდენს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის

blog image

საქართველოში ავტომობილების დიდი ნაწილი მოძველებულია. ეს დაკავშირებულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, რაც ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, ამას სტატისტიკა ადასტურებს, მხოლოდ 2025 წლის პირველ ექვს თვეში 2 860 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შეიძლება ეს სტატისტიკა იმასთან დავაკავშიროთ, რომ ძველ ავტომობილებს არ აქვს თანამედროვე უსაფრთხოების ის სისტემები, რომლებიც მძღოლს კრიტიკულ სიტუაციაში ეხმარება და შეჯახებისაგან იცავს მას.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყანაში ავტომობილების განახლება საგზაო შემთხვევების სტატისტიკას აუმჯობესებს. ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც უსაფრთხოების ახალი სტანდარტები მკაცრად კონტროლდება, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული გარდაცვალების რიცხვი მკვეთრად შემცირდა.

ამრიგად, ბაზარზე ახალი, ტექნოლოგიურად გამართული და, ამავდროულად, ეკონომიური ავტომობილების გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. E-Motors Georgia, როგორც ჩინური ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი, ქართველ მომხმარებელს სწორედ ასეთ, მაღალი სტანდარტების შესაბამის მოდელებს სთავაზობს.

დაჯავშნეთ ტესტ დრაივი და გვესტუმრეთ შოურუმში, რომელიც თბილისში ბელიაშვილის 131 ნომერში მდებარეობს. თავად დარწმუნდებით, რომ ეკონომიური ავტომობილების შესახებ წარმოდგენა ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა. თუ წარსულში უსაფრთხო ავტომობილი აუცილებლად ძვირი და მძიმე უნდა ყოფილიყო, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები და მასალები ეკონომიურ სეგმენტშიც ხელმისაწვდომია.

ეკონომიური და უსაფრთხო: ჩინელი მწარმოებლები ანგრევენ მითს ნაკლებ უსაფრთხოებაზე.