Jetour T1 უკვე საქართველოშია: რა უნდა ვიცოდეთ ახალი მოდელის შესახებ

E-Motors Georgia-მ Jetour-ის ხაზის უახლესი მოდელი, T1 წარადგინა.

2025-12-02

blog image

საქართველოს საავტომობილო სივრცეში სიახლეა — კომპანია E-Motors Georgia-მ მომხმარებელს Jetour-ის ხაზის უახლესი მოდელი, T1 წარუდგინა. ეს ავტომობილი არ არის გათვლილი მხოლოდ ერთ კონკრეტული სეგმენტზე. ის უფრო მეტად მათზეა ორიენტირებული, ვისთვისაც ავტომობილი ცხოვრების აქტიური რიტმის, ქემფინგისა და მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის თავგადასავლებისა და ოფროუდ მარშრუტებისთვისაა განკუთვნილი, ის მაინც ერგება საოჯახო მოთხოვნებს. ამრიგად, მოდელი იდეალურად გადაადგილდება როგორც ქალაქის პირობებში, ისე რთული რელიეფის მქონე გზებზე.


დიზაინი და მართვის სიმარტივე

ავტომობილის ვიზუალური მხარე და მისი ფუნქციური დატვირთვა საერთაშორისო დონეზეც დაფასდა. მოდელის დიზაინი იმდენად შთამბეჭდავი და პრაქტიკული აღმოჩნდა, რომ მან პრესტიჟული გერმანული ჯილდო — Red Dot Award მოიპოვა. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ავტომობილის შექმნისას აქცენტი არა მხოლოდ ტექნიკურ მონაცემებზე, არამედ ესთეტიკასა და ფორმების სრულყოფილებაზეც გაკეთდა.

ხშირად, გამავლობაზე გათვლილი მანქანები დიდი ზომისაა, რაც ქალაქში გადაადგილებასა და პარკირებას ართულებს. Jetour T1 ამ მიმართულებითაც გამორჩეული ავტომობილია, რადგან მისი კომპაქტური ზომები დისკომფორტს არასდროს შეგიქმნით.


ტექნიკური შესაძლებლობები და უსაფრთხოება

blog image

ავტომობილის 2.0 T-GDI ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 254 ცხენის ძალას ავითარებს. ასეთი სიმძლავრე სავსებით საკმარისია როგორც სწორ გზაზე გადასაადგილებლად, ისე აღმართების გასავლელად. თუმცა, მხოლოდ ძრავის მონაცემები არ არის საკმარისი, თუ ავტომობილს გარემო პირობებთან ადაპტაცია არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, T1-ის მართვისას მძღოლს საშუალება აქვს ისარგებლოს მართვის შვიდი სხვადასხვა რეჟიმით: სწრაფი სვლისთვის განკუთვნილი Sport, ეკონომიური რეჟიმი, სპეციალური პარამეტრები თოვლის, ტალახის, ქვიშისა და კლდოვანი რელიეფისთვის.

რთულ მონაკვეთებზე უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გზის საფარზე ბორბლების მოჭიდებას. Jetour T1 აღჭურვილია BorgWarner-ის სისტემით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში აკონტროლებს სიტუაციას. საჭიროების შემთხვევაში, სისტემა დამოუკიდებლად ააქტიურებს ოთხივე წამყვან თვალს, რაც მძღოლს დამატებით სტაბილურობასა და უსაფრთხოების განცდას აძლევს.

ინტერიერი და ციფრული სისტემები

blog image

სალონში მოხვედრისას თვალში საცემია ტექნოლოგიური სისტემები, რომელთა შორის მთავარი ადგილი 15,6-დუიმიან ცენტრალურ ეკრანსა და ციფრულ საინფორმაციო პანელს უკავია. დიდი მონიტორი მძღოლს საშუალებას აძლევს, რომ ავტომობილის ფუნქციები მარტივად მართოს და მასზე გამოსახული ინფორმაცია სრული სიზუსტით აღიქვას. ამ სისტემის გამართულ მუშაობაზე კი მძლავრი პროცესორი ზრუნავს, რაც ბრძანებების სწრაფ და შეუფერხებელ შესრულებას გულისხმობს.

ამასთან ერთად, Jetour T1-ში გათვალისწინებულია Apple CarPlay და Android Auto მხარდაჭერა, რაც ტელეფონის ფუნქციების პირდაპირ დიდ ეკრანზე გადატანის საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ ნავიგაცია, მუსიკა თუ სხვა საჭირო აპლიკაციები მუდმივად ხელმისაწვდომია, მძღოლს კი საჭიდან ყურადღების გადატანა აღარ უწევს.

ოფიციალური გარანტია და ტესტ-დრაივი

E-Motors Georgia, რომელიც 2023 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ჩინურ ავტომწარმოებლებთან, Jetour-ის ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ოფიციალური სტატუსი მომხმარებლისთვის დამატებით სიმშვიდეს ნიშნავს, რადგან ავტომობილზე ვრცელდება მწარმოებლის გარანტია. საგარანტიო პირობები საკმაოდ ხანგრძლივია და 5 წელს ან 150 000 კილომეტრს მოიცავს, რაც მფლობელს ხანგრძლივი დროით აზღვევს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან.

დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, პირადად გაეცნონ მოდელს და გამოსცადონ მისი შესაძლებლობები. E-Motors Georgia-ს შოურუმი თბილისში, განახლებულ მისამართზე — აკაკი ბელიაშვილის 131 ნომერში მდებარეობს. ადგილზე ვიზიტის გარდა, შესაძლებელია ტესტ-დრაივის წინასწარ დაჯავშნაც, რისთვისაც შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპანიის ვებგვერდით ან დარეკოთ მითითებულ ნომერზე: (032) 215 10 10.


Jetour T1 უკვე საქართველოშია