Jetour T2: რატომ უწოდეს ავტომობილს „მოგზაური“ და რა იმალება მისი კონცეფციის მიღმა
Jetour T2: რატომ უწოდეს ავტომობილს „მოგზაური“ და რა იმალება მისი კონცეფციის მიღმა
2026-02-13

ბოლო წლებში ავტომობილების ბაზარზე ახალი ბრენდები და მოდელები გამოჩნდა, რომლებიც, სტანდარტული მანქანებისგან განსხვავებით, მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს. მათ შორის გამორჩეულია ჩინური გიგანტის, Chery Holding-ის შვილობილი ბრენდი Jetour-ი, რომელიც 2018 წელს დაარსდა.
კომპანიის მიდგომის თანახმად, ავტომობილი სრულფასოვანი მონაწილეა იმ თავგადასავლების, რომლებიც ადამიანებს მოგზაურობისას გადახდებათ ხოლმე. ამასთანავე, Jetour-ის გუნდმა მიზნად დაისახა ისეთი მოდელის შექმნა, რომელიც ადამიანს ბუნებასთან სიახლოვის საშუალებას მისცემდა ისე, რომ მისთვის ქალაქში გადაადგილების კომფორტი არ დაეკარგა. ბრენდის ეს ხედვა ყველაზე ნათლად T2 მოდელში აისახა, რომელსაც „Traveller“-ს, ანუ მოგზაურს უწოდებენ.
კონსტრუქცია და შესაძლებლობები რთულ რელიეფზე
Jetour T2-ის ვიზუალი ერთი ნახვითვე აჩენს განცდას, რომ ის მძლავრი, გამძლე და საიმედო ავტომობილია. მისი კუთხოვანი და მასიური ფორმები კი ხაზს უსვამს მაღალ გამავლობას. თუმცა, ექსტერიერის მიღმა, მნიშვნელოვანია ის, თუ რეალურად რა ტექნიკური მახასიათებლები აქვს მოდელს.
ავტომობილი აღჭურვილია მეექვსე თაობის XWD სრულამძრავიანი სისტემით, რომელიც ცნობილმა კომპანია BorgWarner-მა შექმნა. ეს სისტემა ავტომატურად მუშაობს და თავად განსაზღვრავს, რომელ ბორბალს სჭირდება მეტი სიმძლავრე და წამებში ანაწილებს ენერგიას გზის პირობებიდან გამომდინარე.
220 მმ-იანი კლირენსის წყალობით, T2-ით გზის რთული მონაკვეთების დაძლევა ავტომობილის დაზიანების გარეშეა შესაძლებელი. მოდელს ასევე 700 მმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. ეს მონაცემები საქართველოს რელიეფის გათვალისწინებით სრულიად ოპტიმალურია და მთიან რეგიონებში უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას იძლევა.
გამავლობის თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია ავტომობილის მიდგომისა და გასვლის კუთხეები, რომლებიც ამ მოდელში 28° და 30°-ს შეადგენს. ეს პარამეტრები აჩვენებს, რამდენად ციცაბო აღმართზე ან დაღმართზე ავა და ჩამოვა მანქანა ბამპერის დაზიანების გარეშე.
გარდა ამისა, მძღოლს თავად აქვს შესაძლებლობა, შეარჩიოს გადაადგილების რეჟიმი და თოვლში, ტალახსა თუ ქვიშიან ზედაპირზე სტაბილურობა შეინარჩუნოს. რეჟიმის ცვლილების შემდეგ, ავტომობილი ავტომატურად არეგულირებს ძრავის სიმძლავრესა და საბურავების მოჭიდებას. ასეთი ფუნქციონალი განსაკუთრებით გამოსადეგია საქართველოს მაღალმთიან კურორტებზე მოგზაურობისას, სადაც გზის საფარი მრავალფეროვანია.
ტექნოლოგიები, რომლებიც მართვას ამარტივებს

Jetour T2-ში ინტეგრირებული სისტემები მძღოლს ეხმარება, რომ რთულ მონაკვეთებზე თავი დაცულად იგრძნოს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ფუნქციაა 540-გრადუსიანი ხედვის სისტემა. სტანდარტული 360-გრადუსიანი კამერების გარდა, ავტომობილს აქვს ე.წ. „გამჭვირვალე შასის“ ეფექტი და ეკრანზე გამოისახება ის, რაც მანქანის ქვეშ არის მოქცეული.
ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგია ვიწრო ბილიკებზე ან კლდოვან გზებზე გადაადგილებისას, სადაც საბურავის ქვეშ არსებული ბასრი ქვა ან ორმო შეიძლება სერიოზული დაზიანების მიზეზი გახდეს. სისტემა პროგრამულად ამუშავებს გამოსახულებას და მძღოლს სრულ კონტროლს აძლევს იმ სივრცეზე, რომელიც ავტომობილის მართვის დროს თვალით არ ჩანს.
საკემპინგო აღჭურვილობა
Jetour T2-ს Traveller-ს, ერთი მხრივ, მისი ტექნიკური შესაძლებლობების გამო უწოდებენ, მეორე მხრივ კი, ეს სახელწოდება იმ დამხმარე აღჭურვილობით არის განპირობებული, რომელიც ავტომობილს მოჰყვება. მაგალითად, საბარგულის კარი გვერდით იღება და მის შიდა მხარეს განთავსებულია სამაგრები და ჯიბეები წვრილმანი ნივთებისთვის. იქვეა ჩაშენებული ბოთლის გასახსნელი და ჭიქების სადგამები.
ავტომობილის სახურავი გათვლილია მძიმე დატვირთვაზე, რაც მასზე კარვისა და მზისგან დამცავი ტენტის დამონტაჟების საშუალებას იძლევა.
გარდა ამისა, უკანა ფანჯარასთან მონტაჟდება წყალგამძლე გარე სათავსო ყუთი, ე.წ. „Side Backpack“. მასში სველი ან ჭუჭყიანი ნივთების შენახვაა და სალონში სისუფთავის შენარჩუნებაა შესაძლებელი.
ვისთვის არის შექმნილი Jetour T2?
ბაზარზე არსებული ავტომობილების უმეტესობა ან მკაცრად ქალაქის პირობებზეა მორგებული, ან მხოლოდ ოფროუდერებისთვისაა განკუთვნილი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ Jetour T2 უნიკალური მოდელია, რადგან ის ამ ორივე მიმართულებას აერთიანებს.
ამრიგად, ის იდეალურია მათთვის, ვინც კვირის განმავლობაში ქალაქში გადაადგილდება, სამსახურში მიდის, ბავშვებზეც ზრუნავს და საღამოს მეგობრებთან შესახვედრადაც სჭირდება ავტომობილი. თუმცა, ამავე დროს, T2 განკუთვნილია მათთვისაც, ვინც უქმეებზე ქალაქგარეთ გასვლასა და რთული მარშრუტების გავლას გეგმავს.
Jetour T2 საქართველოშია

ქართველი მომხმარებლებისთვის ამ განსაკუთრებული ავტომობილის შეძენა უკვე ხელმისაწვდომია E-Motors Georgia-ს შოურუმში. კომპანია საქართველოში Jetour-ის ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია და 2023 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს რამდენიმე წამყვან ჩინურ ავტომწარმოებელთან.
ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მფლობელებისთვის დამატებით სიმშვიდეს ნიშნავს, რადგან ახალ ავტომობილზე მწარმოებლის სრულფასოვანი გარანტია ვრცელდება. საგარანტიო პირობები 5 წელს ან 150 000 კილომეტრამდე გარბენს მოიცავს, რაც ავტომობილის საიმედოობაზე ხაზგასასმელად ერთ-ერთი საუკეთესო არგუმენტია.
Jetour T2-ის დეტალურად გასაცნობად და მისი ყველა შესაძლებლობის საკუთარი თვალით სანახავად, შეგიძლიათ ეწვიოთ E-Motors Georgia-ს შოურუმს, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის 131 ნომერში მდებარეობს.
იმისათვის, რომ თავად გამოცადოთ ამ მოდელის კომფორტი და მართვის დინამიკა, საუკეთესო გზა ტესტ-დრაივის დაჯავშნაა. დაჯავშნა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდიდან ან ნომერზე: (032) 215 10 10, სადაც კონსულტანტები ყველა თქვენს კითხვას ამომწურავად უპასუხებენ.
მიმოხილვა