როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზაფხულისთვის — რჩევები და რეკომენდაციები E-Motors Georgia-სგან

ზაფხული ახლოვდება: მზად ხართ დაუვიწყარი მოგზაურობებისთვის? E-Motors Georgia-ს რჩევები კომფორტული და უსაფრთხო თავგადასავლებისთვის!

2025-07-29

ზაფხული დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ შვებულებისა და საქართველოს ულამაზეს კუთხეებში მოგზაურობის დროა. სანამ საინტერესო მარშრუტებს დაგეგმავთ, ავტომობილი სეზონის მთავარი გამოწვევებისათვის, მრავალფეროვანი რელიეფისა და კლიმატური პირობებისათვის უნდა მოამზადოთ.

თანამედროვე ავტომობილის ფლობა, თავისთავად, უფრო სანდო, კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობის გარანტიაა, მით უფრო თუ შიდაწვის ძრავიანი, ჰიბრიდი მანქანა ან ელექტრომობილი E-Motors Georgia-ში შეიძინეთ. თუმცა, ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ საჭიროა, წელიწადის ყველა დროს მომზადებული შეხვდეთ. სწორედ ეს გახდა ამ ბლოგის ინსპირაცია.

შეამოწმეთ გაგრილებისა და კლიმატის სისტემები

ზაფხულში, ტემპერატურის მატების გამო, ძრავის გადახურების რისკი იზრდება. მაღალი სიცხე, გაგრილების სისტემების გაუმართაობის შემთხვევაში, აზიანებს ძრავის კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტებს, მაგალითად:

  • ზიანდება ძრავის შუასადები. ანტიფრიზისა და ზეთის ერთმანეთში შერევით, ძრავა სიმძლავრეს კარგავს და გამონაბოლქვს ფერი ეცლვება;
  • გადახურების გამო ზიანდება ძრავის ბლოკის თავი, ლითონი დეფორმირდება ან ბზარები უჩნდება;
  • უკიდურეს შემთხვევაში, ავტომობილის დგუშები ფართოვდება და ცილინდრში იჭედება, ამის გამო ძრავა სრულად ჩერდება.

დამოუკიდებლად შეგიძლიათ შეამოწმოთ ანტიფრიზის დონე და გაჟონვის აღმოსაჩენად ვიზუალურად დაათვალიეროთ სისტემა. თუმცა, სრული დიაგნოსტიკა, რაც რადიატორის ვენტილატორის, თერმოსტატისა და სხვა მნიშვნელოვანი ნაწილების შემოწმებასაც გულისხმობს, პროფესიონალის ჩართულობას მოითხოვს. ამიტომ, ყველაზე სწორი ნაბიჯი სერვის ცენტრში ვიზიტი და გაგრილების სისტემის შემოწმება იქნება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კლიმატ-კონტროლის სისტემა, რომელიც სალონის გაგრილებაზეა პასუხისმგებელი და მგზავრებს კომფორტს უქმნის. მისი ეფექტურობა ფრეონის დონესა და სისტემის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ასევე, უნდა შემოწმდეს სალონის ფილტრიც, რადგან გაჭედილი ფილტრი ჰაერის ნაკადის მოძრაობას აფერხებს.

ორივე სისტემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და სრულფასოვანი დიაგნოსტიკისთვის რეკომენდებულია, მიმართოთ პროფესიონალებს. კვალიფიციური შემოწმებისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ჩვენს ავტო ცენტრს.

შეარჩიეთ სეზონის შესაბამისი საბურავები და შეამოწმეთ სამუხრუჭე სისტემის გამართულობა

მაღალი ტემპერატურა მხოლოდ ძრავის გადახურების საფრთხეს არ აჩენს. ცხელ ასფალტზე მოძრაობისას, ზამთრის საბურავები მარტივად ზიანდება. ეს განპირობებულია მისი შემადგენლობით — მოცურების საწინააღმდეგო საბურავებში რეზინის შემცველობა მაღალია, ისინი ზაფხულში რბილდება და ფაქტობრივად დნება. ამიტომ, სანამ ზღვისპირა ან მთის კურორტების გზას დაადგებოდეთ, ავტომობილს სეზონის შესაბამისი, ზაფხულის საბურავები დაუყენეთ.

რჩევა E-Motors Georgia-სგან: ყოველთვის თან იქონიეთ სათადარიგო საბურავი.

საბურავებთან ერთად, მნიშვნელოვანია სამუხრუჭე სისტემაც. ზაფხულში, განსაკუთრებით საქართველოს მთიან რელიეფზე, გრძელი დაღმართების გავლისას, მუხრუჭები ხურდება. დროთა განმავლობაში ძველ სამუხრუჭე სითხეში ჰაერიდან შეწოვილი ტენი გროვდება და მისი დუღილის ტემპერატურა მცირდება. გადახურებისას კი სითხეში გაჩენილი ორთქლის ბუშტები მუხრუჭების ეფექტურობას ამცირებს, რაც, დაგვეთანხმებით, ძალიან სახიფათოა.

ამიტომ, გამგზავრებამდე აუცილებლად შეამოწმებინეთ სამუხრუჭე სისტემა პროფესიონალს, განსაკუთრებით თუ დამუხრუჭებისას რაიმე უჩვეულო ხმას ან ვიბრაციას ამჩნევთ.

დრო დაუთმეთ აკუმულატორის პრობლემების დიაგნოსტიკასა და პრევენცის

blog image

ზაფხულში, სიცხისა და გაგრილების სისტემების გამო, აკუმულატორი ორმაგი დატვირთვით მუშაობს და უფრო სწრაფად ცვდება.

თუ ამჩნევთ, რომ ავტომობილი რთულად იქოქება ან ფარების შუქი მკრთალად ანათებს, ეს ნიშნები უყურადღებოდ არ დატოვოთ. მიმართეთ სერვის ცენტრს, სადაც შემოწმდება ავტომობლის კომპონენტები, დადგინდება გამომწვევი მიზეზები და გამოსწორების მიზნით, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება — შეიცვლება აკუმულატორი ან შეკეთდება გენერატორი.

რჩევა ელექტრომობილების მფლობელებისათვის

ელექტრომობილით გრძელ გზაზე წასვლამდე, აუცილებლად დაგეგმეთ მარშრუტი და წინასწარ მოინიშნეთ გზად შემხვედრი სწრაფი დამტენი სადგურები. ამისთვის ელექტრომობილების დამტენების რუკა გამოიყენეთ.

ელექტრომობილის დამუხტვის პრობლემა რომ არ შეგექმნათ, თან იქონიეთ კომპაქტური დამტენი. ეს საშუალებას მოგცემთ, ავტომობილი ნებისმიერ ადგილას, მარშრუტიდან გადახვევის გარეშე დამუხტოთ.

იქნებ ავტომობილის განახლების დროა?

ზოგჯერ, ტექნიკური შემოწმების პროცესში აღმოჩნდება, რომ ავტომობილი ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს — სალონში პატარა სივრცეა, არც საბარგულში ეტევა დიდი რაოდენობის ბარგი, საწვავის ხარჯი მაღალია, უსაფრთხოებისა და კომფორტის სისტემები კი მოძველებული.

დღევანდელი ავტო ბაზარი იმდენად მრავალფეროვანია, რომ არაკომფორტულად მგზავრობა აღარ ღირს. დღეს ხელმისაწვდომ ფასად შეარჩევთ ავტომობილს, რომელიც კორმფორტული, ტევადი, უსაფრთხო და ეკონომიურია. ამის ნათელი მაგალითია მანქანები ჩინეთიდან, რომლებიც E-Motors Georgia-ს შოურუმშია წარმოდგენილი.

თუ ახალი ავტომობილის შერჩევის პროცესში ხართ და რჩეული მოდელებიც გყავთ, მათ შესაძლებლობებში, კომფორტსა და უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად, ერთადერთი გზაა, თავად გამოსცადოთ ისინი საჭესთან. ამიტომ, დაჯავშნეთ ტესტ დრაივი და გვესტუმრეთ შოურუმში, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის 49 ნომერში მდებარეობს.

საბოლოოდ მხოლოდ იმასღა გეტყვით, რომ საზაფხულო მოგზაურობა თავისუფლებასთან ასოცირდება — თავისუფლებასთან, აირჩიო სასურველი მარშრუტი, მიიღო ახალი გამოცდილება და შთაბეჭდილებები. ავტომობილის მომზადება კი იმის გარანტიაა, რომ ტექნიკური დეტალები ამ თავისუფლებას არ შეზღუდავს.

E-Motors Georgia ბედნიერ და თავგადასავლებით სავსე ზაფხულს გისურვებთ!


როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ზაფხულისთვის