რა განასხვავებს Jetour T1-სა და T2-ს ერთმანეთისგან?

შეიგრძენი განსხვავება Jetour Traveller-ის ორ მოდელს შორის

2025-11-04

blog image

Jetour ჩინური ავტო ბრენდია, რომელიც მომხმარებლების სხვადასხვა სეგმენტის ავტომობილებს სთავაზობს. მის Traveller კატეგორიაში რამდენიმე მოდელი ერთიანდება და ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ბლოგში ორი მათგანის შესახებ ვისაუბროთ.

T1 და T2 შიდაწვის ძრავიანი ავტომობილებია, რომლებიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ამას ის განაპირობებს, რომ ორივე მათგანი Jetour-ის მიერ შემუშავებულ Kunlun-ის პლატფორმაზეა აგებული. მიუხედავად ამისა, ისინი სრულიად განსხვავებული მიზნებისთვისაა შექმნილი.

რა აქვს საერთო და რით განსხვავდება Jetour-ის ახალი ავტომობილები ერთმანეთისგან?

ორივე მოდელში ინტეგრირებულია Kunpeng Power 2.0 TGDI ძრავა, რომელიც 254 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ტურბინის დახმარებით, 2 ლიტრიანი ძრავა ისეთივე სიმძლავრეს აღწევს, როგორსაც წარსულში გაცილებით დიდი მოცულობის, 3 ლიტრიანი ანალოგები. ამას მისი მუშაობის პრინციპი განაპირობებს — გამონაბოლქვი აირები აბრუნებს ტურბინას, რომელიც, თავის მხრივ, ძრავას დამატებითი ჰაერით ამარაგებს, რაც წვის კამერაში მოხვედრილი საწვავის რაოდენობასა და შედეგად, ავტომობილის სიმძლავრესაც ზრდის.

T1-სა და T2-ს ერთმანეთისგან გადაცემათა კოლოფი განასხვავებს. T1-ში გამოყენებულია რვასაფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია, რომელიც გადაცემებს ბიძგების გარეშე, შეუფერხებლად ცვლის. ეს მახასიათებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქში, სადაც ხშირია საცობები და მუდმივად გვიწევს დაბალ სიჩქარეზე მოძრაობა, გაჩერება და შემდეგ ისევ ადგილიდან დაძვრა.

მიუხედავად იმისა, რომ მოდელები ვიზუალურად ჰგავს ერთმანეთს, T1-ს უფრო რბილი და მომრგვალებული კუთხეები აქვს, T2 კი შედარებით უხეში და აგრესიული ვიზუალის მქონე მანქანაა.

T2-ში კი ორმაგი გადაბმულობის, იგივე DCT, კოლოფია მოთავსებული. მისი მთავარი უპირატესობა სისწრაფეა, რადგან სანამ ავტომობილი ერთი გადაცემით მოძრაობს, სისტემა უკვე ამზადებს მომდევნოს. ამ ტექნოლოგიის გამო ერთი გადაცემიდან მეორეზე გადასვლა თითქმის მყისიერად ხდება და ავტომობილი დინამიკურად გადაადგილდება.

რატომ არის Jetour T1 იდეალური არჩევანი ქალაქის პირობებისთვის?

blog image

T1-ის ზომები იდეალურია ქალაქში გადასაადგილებლად, რადგან მისთვის პარკინგის ადგილის პოვნა თუ ვიწრო ქუჩებში მანევრირება სირთულეს არ წარმოადგენს.

თუმცა, ავტომობილის კომფორტი მხოლოდ კომპაქტურ ზომებში არ გამოიხატება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ უმკლავდება მოდელი გზის უსწორმასწორო საფარს. Jetour T1-ის კლირენსი ანუ გზის საფარიდან დაშორება 200მმ-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით შესაძლებელია ისეთი ურბანული დაბრკოლებების გადალახვა, როგორებიცაა მაღალი ბორდიურები და ორმოები. ამასთან ერთად, T1-ს 600 მმ სიღრმის წყალში გავლა შეუძლია.

საგზაო პირობებთან ადაპტაციის მიზნით მოდელში ინტეგრირებულია მართვის ხუთი რეჟიმი:

  • Eco – საწვავის დასაზოგად და ეკონომიური მგზავრობისთვის;
  • Standard – ჩვეულებრივი, ყოველდღიური მართვისთვის;
  • Sport – სწრაფი და დინამიკური მართვის მოყვარულთათვის;
  • Snow – თოვლიან და მოყინულ გზებზე უსაფრთხოდ გადასაადგილებლად;
  • Sand – ქვიშიან რელიეფზე და რთულ საფარზე სასიარულოდ.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილში თითქმის ყველაფერი ავტომატიზებულია, მათ შორის მართვის რეჟიმების გააქტიურებაც. ეს პროცესი იმის მიხედვით იმართება, თუ როგორ რეაგირებს საგზაო პირობებზე ავტომობილის აქსელერატორი და როდის რთავს ის გადაცემებს.

ტექნოლოგიურ უპირატესობებთან ერთად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს T1-ის შიდა სივრცე.T1-ის ზომებია: სიგრძე 4,706 მმ, სიგანე 1,967 მმ, სიმაღლე 1,845 მმ. ბორბლებს შორის მანძილი, რომელსაც ბორბლიან ბაზას უწოდებენ, 2,810 მმ-ია. ამრიგად, ავტომობილის უკანა რიგში მსხდომი მგზავრები კომფორტულად იგრძნობენ თავს.

რატომ არის Jetour T2 საუკეთესო მოდელი რთული გზებისთვის და ოფროუდ მარშრუტებისთვის?

blog image

T2 უფრო დიდი ზომის ავტომობილია. ამის გამო, თუ T1 ქალაში გადასაადგილებლად არის კომფორტული, ეს მოდელი რთული საგზაო პირობებისთვისა და ოფროუდ მარშრუტებისთვისაა შექმნილი.

T2-ს T1-ზე მაღალი კლირენსი (220 მმ) აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ გადაიაროს კლდოვან ბილიკები, ღრმა კალაპოტები და გზის ტყიანი მონაკვეთები. ამ მოდელში გაზრდილია ე.წ. მისვლის კუთხე, რაც ციცაბო აღმართზე ასვლისას, წინა ბამპერის დაზიანების რისკს ამცირებს. ამასთან ერთად, ამ მოდელში გაუმჯობესებულია წყლის გადალახვის უნარიც (700 მმ).

T1-ის მსგავსი მართვის რეჟიმების გარდა, მას დამატებით აქვს Rock რეჟიმი, რომელიც კლდოვან რელიეფზე ან ძალიან ციცაბო აღმართზე ასვლისას, დაბალ სიჩქარეზე მაქსიმალურ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც ამ ავტომობილს აქვს, ელექტრონული დიფერენციალის ბლოკირებაა — თუ ერთი ბორბალი საფარზე მოჭიდებას დაკარგავს, სისტემა მთელ ძალას იმ ბორბალზე გადაიტანს, რომელიც გზას უკეთ ეჭიდება და ავტომობილს სტაბილურობას შეუნარჩუნებს.

გაფართოებულ შესაძლებლობებთან ერთად, Jetour T2 პრაქტიკულ დეტალებზეც არის ორიენტირებული. სათადარიგო საბურავი ავტომობილის უკანა კარზეა განთავსებული, რაც საბარგულში ადგილს ათავისუფლებს და მას სათავგადასავლო იერს სძენს. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია მოდელის შვიდადგილიანი ვერსიაც, რაც T2-ს დიდი ოჯახებისთვის და მოგზაურობის მოყვარულთათვის კიდევ უფრო საინტერესო ავტომობილად აქცევს.

ტექნოლოგიები, რომლებიც ორივე მოდელს აერთიანებს, თქვენთვის კი კომფორტს ქმნის

მიუხედავად განსხვავებული დანიშნულებისა, ორივე ავტომობილი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ცენტრალურ კონსოლზე ვერტიკალურად განთავსებული დიდი ეკრანი და მძლავრი Snapdragon 8155 პროცესორი სისტემის სწრაფ მუშაობას განაპირობებს. ავტომობილებში ხელმისაწვდომია Apple CarPlay და Android Auto სისტემები. USB კაბელით შეერთების შემდეგ თქვენი ტელეფონის ნავიგაცია, მუსიკა და კონტაქტები დიდ ეკრანზე გამოჩნდება.

ორივე მოდელი აღჭურვილია XWD სრული ამძრავი ინტელექტუალური სისტემით. ჩვეულებრივ პირობებში მხოლოდ წინა ბორბლები მუშაობს, რაც საწვავს ზოგავს, ხოლო, როცა სისტემა იგრძნობს სრიალს, მყისიერად რთავს უკანა ბორბლებსაც. ეს ყველაფერი ავტომატურად ხდება, მძღოლის ჩარევის გარეშე.

T1 თუ T2 — ეს არჩევანი თქვენი ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული

T1 ის მოდელია, რომელიც ქალაქში, მარტივ და საშუალო სირთულის გზებზე გადასაადგილებლადაა განკუთვნილი. მისი ზომები პარკირებას ამარტივებს, ავტომატური ტრანსმისია საცობებში ძალიან კომფორტულია, მოცულობითი სალონი კი კომფორტულ მგზავრობას განაპირობებს.

ვინც ხშირად მიდის ქალაქგარეთ, კემპინგი, თევზაობა, სათხილამურო კურორტებისა და მაღალმთიანი სოფლების მონახულება უყვარს, მათ ისეთი გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ავტომობილი ესაჭიროებათ, როგორიც Jetour T2-ია.

ორივე მოდელი მაღალი ხარისხის, ტექნოლოგიურად გამართული და მძლავრია. არჩევანი კი სრულად თქვენს საჭიროებებსა და ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოთ, აუცილებელია, თავად იგრძნოთ განსხვავება.

დაჯავშნეთ ტესტ დრაივი, გვესტუმრეთ ჩვენს შოურუმში, თბილისში, ბელიაშვილის 131 ნომერში, და პირადად გამოცადეთ ორივე მოდელის შესაძლებლობები.

T1 vs T2 - რომელია შენთვის?