ავტო სესხი: ისარგებლეთ და გახდით სასურველი ავტომობილის მფლობელი დღესვე
ავტო სესხი E-Motors Georgia
2025-05-14

ავტომობილის შეძენა დღეს უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. საქართველოს ბანკი, SOLO, პროკრედიტ ბანკი და TBC leasing გთავაზობთ ხელსაყრელ პირობებს როგორც ავტო სესხზე, ისე ლიზინგზე. ისარგებლეთ მინიმალური საწყისი შენატანითა და მოქნილი გადახდის გრაფიკით.
დრო სწრაფად იცვლება და მასთან ერთად საავტომობილო ინდუსტრიაც გარდაიქმნება. სწორედ ამ ცვლილებებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად, შეიქმნა თანამედროვე ავტომობილების ტიპები, რომელიც შიდა წვის ძრავიან, ჰიბრიდულ და ელექტრო მანქანებს მოიცავს.
რა განაპირობებს მათ პოპულარობას? პასუხი მარტივია — თითოეულ მათგანს აქვს თავისი უპირატესობები: შიდა წვის ძრავიანი მანქანები სიმძლავრით გამოირჩევა, ჰიბრიდული მოდელები საწვავის ეკონომიურობით ხასიათდება, ელექტრომობილები კი ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური ალტერნატივაა.
ავტომობილების ღირებულება სპეციფიკაციების, შემოთავაზებული ფუნქციების, ინტეგრირებული ტექნოლოგიებისა და კომფორტის მიხედვით განსხვავდება. ამას ისიც განაპირობებს თუ რომელ ტიპს შეარჩევთ. მაგალითად, ელექტრომობილის შეძენა უფრო მეტ საწყის ინვესტიციას საჭიროებს.
კარგი ამბავი ისაა, რომ დღეს არსებობს მოქნილი ფინანსური ინსტრუმენტები, მაგალითად, ავტო სესხი და ავტო ლიზინგი, რომლებიც სასურველი ავტომობილის შეძენას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
როგორ გაიგოთ, რომელი ფინანსური ინსტრუმენტი გჭირდებათ? რა უპირატესობები აქვს თითოეულ მათგანს? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში აღმოაჩენთ.
მანქანის ავტო სესხით შეძენა თუ ავტო ლიზინგით სარგებლობა?
დღეს პრემიუმ ავტომობილები სესხით ან ავტო ლიზინგით შეგიძლიათ შეიძინოთ. ორივე მათგანს აქვს თავისი უპირატესობები. დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ავტო სესხი - მარტივი გზა ავტომობილის შესაძენად
ავტო სესხი მანქანის შეძენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფინანსური ინსტრუმენტია. ამ შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, ავტომობილი თავიდანვე თქვენს საკუთრებაში გადმოდის. მაგალითად, ავტომობილის სესხით შეძენა თუ გადაწყვიტეთ, თქვენ ხართ მისი მფლობელი და ნებისმიერი ფორმით განკარგვა შეგიძლიათ. უბრალოდ, გაქვთ ფინანსური ვალდებულება, რომელიც ყოველთვიურად უნდა დაფაროთ, გადაიხადოთ ავტო სესხი და საპროცენტო განაკვეთი.
ავტო სესხი ერთი შეხედვით რთულ ბიუროკრატიულ პროცედურებთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს რეალობა შეიცვალა. დღეს ყველაფერი გამარტივებულია — საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა და სტაბილური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფინანსური ორგანიზაციები გადაწყვეტილებას იღებენ სწრაფად, ხშირად 30 წუთშიც კი. თავდების საჭიროება არ არსებობს, რადგან თავად ავტომობილი წარმოადგენს სესხის უზრუნველყოფას. გადახდის გრაფიკი კი ხშირად ინდივიდუალურ ფინანსურ შესაძლებლობებზეა მორგებული.

ავტო ლიზინგი, როგორც მოქნილი ალტერნატივა
ავტო სესხისაგან განსხვავებით, ლიზინგის შემთხვევაში ავტომობილი თავდაპირველად სალიზინგო კომპანიის საკუთრებაშია, თქვენ მისი გამოყენების უფლება გაქვთ. ლიზინგის მთავარი უპირატესობა მის მოქნილობაშია. საწყისი შენატანი, როგორც წესი, უფრო დაბალია ვიდრე სესხით სარგებლობისას. გადახდის გრაფიკი კიდევ უფრო მეტად მორგებულია თქვენს საჭიროებებზე.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ლიზინგის შემთხვევაში გაქვთ ვადაზე ადრე დაფარვის შესაძლებლობა. თუ ფინანსური სირთულეები შეგექმნათ, სალიზინგო კომპანიასთან მოლაპარაკების გზით შესაძლებელია პირობების გადახედვა და გადახდის გრაფიკის ცვლილება.

რომელი ავირჩიოთ?
არჩევანი დამოკიდებულია პრიორიტეტებზე და ფინანსურ მდგომარეობაზე. თუ გსურთ ავტომობილი თავიდანვე იყოს თქვენი და გაქვთ საკმარისი თანხა საწყისი შენატანისთვის, მაშინ ავტო სესხი უკეთესი არჩევანია. თუ გირჩევნიათ ნაკლები საწყისი დანახარჯი და მეტად მოქნილი პირობებით ისარგებლოთ, ლიზინგი შეიძლება უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.
E-Motors Georgia - თქვენი სანდო პარტნიორი ავტომობილების სამყაროში
ავტომობილის შეძენისას მნიშვნელოვანია აირჩიოთ საიმედო პარტნიორი, რომელიც გთავაზობთ როგორც ხარისხიან პროდუქტს, ისე მოქნილ ფინანსურ პირობებს. ამ მნიშვნელოვან გზაზე თანამშრომლობა E-Motors Georgia-სთან უნდა დაიწყოთ. კომპანიის პრემიუმ ავტო ცენტრი თბილისში ბელიაშვილის 49 ნომერში მდებარეობს, სადაც წამყვანი ჩინური ბრენდების — IM Motors, Jetour, Dayun, Forthing და AIQAR — ავტომობილებია წარმოდგენილი.

ავტო სესხი ყველასთვის
საქართველოს ბანკთან და SOLO-სთან პარტნიორობით, კომპანია გთავაზობთ მრავალვალუტიან დაფინანსებას მომგებიანი პირობებით. ელექტრო, შიდა წვის ძრავის ან ჰიბრიდული მანქანის ყიდვა მხოლოდ 20% საწყისი შენატანით შეგიძლიათ ი. საპროცენტო განაკვეთები იწყება: ლარში 13.5%-დან, დოლარში 8.8%-დან, ევროში კი 7.8%-დან.
საინტერესოა პროკრედიტ ბანკის შეთავაზება. ბანკი ელექტრომობილების შეძენის წახალისების მიზნით, ეკო სესხს გთავაზობთ, რომლით სარგებლობაც საწყისი შენატანის გარეშეა შესაძლებელი. არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, ტაქსის მძღოლებისათვის 20%-იანი თანამონაწილეობაა აუცილებელი. თანხის განაწილება მაქსიმუმ 72 თვიან პერიოდზე ხდება. წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 12.5%-დან იწყება.
ავტო ლიზინგის მიმართულებით, თიბისი გთავაზობთ 5-წლიან ლიზინგს გთავაზობთ, 20%-იანი საწყისი შენატანით. წლიური განაკვეთი მერყეობს 19%-დან 23%-მდე.

რატომ E-Motors Georgia?
E-Motors Georgia საქართველოში ავტომობილების ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენთან მაღალი ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილების შეძენას შეძლებთ. მანამდე კი დაჯავშნეთ ტესტ დრაივი და გამოცადეთ თანამედროვე ავტომობილის ყველა უპირატესობა.
სერვისცენტრი და გამოცდილი გუნდი კი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ავტომობილის გამართული მუშაობა მთელი ექსპლუატაციის განმავლობაში.
გსურთ გაიგოთ მეტი? ეწვიეთ E-Motors Georgia-ს შოურუმს ან დაგვიკავშირდით დღესვე. გაყიდვების წარმომადგენელი იდეალური მოდელის შერჩევაში დაგეხმარებათ.
გადადგით პირველი ნაბიჯი მომავლისკენ დღესვე, შეიძინეთ თანამედროვე ავტომობილი თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით.
სესხი