ჰიბრიდული ავტომობილები

ჰიბრიდული და დასატენი ჰიბრიდული ავტომობილები — ელექტრო ძრავის ეკონომია ბენზინის თავისუფლებით.

ჰიბრიდი

ბრენდი

Jetour

ტიპი

ჯიპი

ფასი

₾146 319₾128 350−12%
გაიგე მეტი

როგორ შევარჩიოთ ჰიბრიდული მანქანები – სხვადასხვა მოდელის უპირატესობები

ბოლო წლებში საქართველოში ჰიბრიდული მანქანების არჩევანი გაიზარდა. ბაზარზე უკვე გვხვდება როგორც ქალაქისთვის განკუთვნილი კომპაქტური ავტომობილები, ისე დიდი და სრულამძრავიანი მოდელები. განსაკუთრებით გაფართოვდა ჩინური ბრენდების ბაზარი, ამიტომ შეძენამდე მხოლოდ ფასისა და ძრავის სიმძლავრის შედარება აღარ არის საკმარისი.

ჰიბრიდული ავტომობილის მთავარი უპირატესობებია:

  • საწვავის შედარებით დაბალი ხარჯი, განსაკუთრებით ქალაქში ხშირი გადაადგილებისას
  • დატენვადი მოდელების შემთხვევაში ყოველდღიური მარშრუტის ნაწილის ელექტრო რეჟიმში გავლა
  • ახალი ავტომობილის ქარხნული გარანტია და ავტორიზებულ სერვისცენტრში მომსახურება
  • თანამედროვე ჰიბრიდული სისტემებისა და ბატარეების ხანგრძლივი რესურსი, თუ ავტომობილი მწარმოებლის მოთხოვნების მიხედვით გადის გეგმიურ მომსახურებას
  • სხვადასხვა ზომის, სიმძლავრისა და დანიშნულების მოდელების არჩევანი


რატომ არის ჰიბრიდული მანქანა ყოველდღიური გამოყენებისთვის იდეალური?

ჰიბრიდული ავტომობილის შეძენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საწვავის ხარჯია, თუმცა რეალური ეკონომია მხოლოდ კატალოგში მითითებულ მონაცემებზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ მარშრუტს, მოძრაობის პირობებს და, დატენვადი მოდელის შემთხვევაში, იმასაც, რამდენად ხშირად იტენება ბატარეა.

ქალაქში, სადაც ავტომობილს ხშირად უწევს საცობში გაჩერება და დაბალი სიჩქარით მოძრაობა, ელექტროძრავა უფრო აქტიურად მუშაობს. ჰიბრიდული ავტომობილი ენერგიის ნაწილს დამუხრუჭების დროსაც აგროვებს. ამ პროცესს რეგენერაციული დამუხრუჭება ეწოდება: ავტომობილის შენელებისას ელექტროძრავა გენერატორის ფუნქციას ასრულებს, მიღებული ენერგია კი ბატარეაში ინახება. დაგროვილი ენერგია შემდგომში ელექტროძრავის მუშაობისთვის გამოიყენება, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ქალაქში ხშირი გაჩერებისა და დაძვრის დროს.

საწვავის ხარჯის შედარებისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ჩვეულებრივი და დატენვადი ჰიბრიდის მაჩვენებლები სხვადასხვა პირობებში იზომება. დატენვადი მოდელის კატალოგში მითითებული დაბალი ხარჯი შესაძლოა სრულად დამუხტული ბატარეით მიღებულ შედეგს ასახავდეს. ამიტომ, თუ ავტომობილის რეგულარულად დატენვას ვერ შეძლებთ, სასურველია ცალკე შეამოწმოთ საწვავის მოხმარება დაცლილი ბატარეის შემთხვევაშიც.

დატენვადი ჰიბრიდის შემთხვევაში კი ყოველდღიური მარშრუტის გარკვეული ნაწილი მხოლოდ ელექტროენერგიითაც შეიძლება დაიფაროს. ასეთი მოდელი იდეალურია როგორც ქალაქში, ასევე შორ გზაზე გადასაადგილებლადაც.

ჰიბრიდული ტიპის მანქანის ყიდვა პრაქტიკულია ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც. მძღოლი მხოლოდ დამტენ სადგურებზე არ არის დამოკიდებული, რადგან ბატარეაში ენერგიის შემცირების შემდეგ მოძრაობაში შიდაწვის ძრავაც ერთვება. 

ჩვეულებრივი თუ დატენვადი ჰიბრიდი: რომელი შევარჩიოთ?

არჩევანის გაკეთებისას, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, სად და როგორ გამოიყენებთ ავტომობილს.

ჩვეულებრივი ჰიბრიდის ბატარეას ცალკე დამუხტვა არ სჭირდება. ამიტომ ასეთი მოდელი პრაქტიკულია მათთვის, ვისაც სახლში, სამსახურში ან სხვა, ყოველდღიურ მარშრუტზე ავტომობილის დამტენით სარგებლობა არ შეუძლია.

დატენვად ჰიბრიდს უფრო დიდი ბატარეა აქვს და მისი დამუხტვა გარე დენის წყაროდან შეიძლება. თუ ყოველდღიურად გასავლელი მანძილი ავტომობილის ელექტრო მარაგში ეტევა და მანქანის რეგულარულად დატენვა შეგიძლიათ, საწვავის მოხმარება საგრძნობლად შემცირდება ან საერთოდ აღარ გამოიყენებთ.

ამ შემთხვევაში უკვე უნდა შეადაროთ კონკრეტული მოდელების ელექტრო სავალი მარაგი, ბატარეის მოცულობა და დამუხტვის დრო, ხოლო თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ, როგორ მუშაობს სხვადასხვა სისტემა და რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან, ამ საკითხს ცალკე საინფორმაციო ბლოგში განვიხილავთ.

ჩინური ჰიბრიდული მანქანები საქართველოში: რა არჩევანია?

საქართველოში ჩინური ჰიბრიდული ავტომობილები უკვე რამდენიმე განსხვავებულ კატეგორიაში გვხვდება. მყიდველს შეუძლია შეარჩიოს როგორც შედარებით კომპაქტური SUV, ისე უფრო დიდი სრულამძრავიანი ან ექვსადგილიანი მოდელი.

E Motors-ის შეთავაზებაში შედარებით კომპაქტური არჩევანია Jetour T1 i-DM. ეს მოდელი შეიძლება საინტერესო იყოს მათთვის, ვისაც SUV ტიპის ავტომობილი სურს, თუმცა დიდი ჯიპი ყოველდღიური გადაადგილებისთვის არ სჭირდება.

Jetour T2 i-DM AWD ზომით უფრო დიდია და სრულამძრავიანი სისტემაც აქვს. თუ ავტომობილი მხოლოდ ქალაქისთვის არ გჭირდებათ და პერიოდულად რთულ გზებზეც გიწევთ გადაადგილება, ეს იდეალური არჩევანია.

კიდევ უფრო დიდი მოდელია Jetour G700. ის მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ფართო სალონი, ექვსი ადგილი და დიდი ავტომობილისთვის დამახასიათებელი გამავლობა სჭირდება.

როდესაც საქართველოში ჩინური ჰიბრიდის შეძენა გსურთ, არჩევანის გაკეთებამდე უნდა განსაზღვროთ, რა ზომის ავტომობილი გჭირდებათ და სად გამოიყენებთ მას ყველაზე ხშირად. ამის შემდეგ უკვე უფრო მარტივია წამყვანი თვლების ტიპის, სავალი მარაგის, ბატარეისა და საგარანტიო პირობების შედარება.

ჩინური ჰიბრიდი რომელი ზომა უფრო პრაქტიკულია?

ჩინური ჰიბრიდი ჯიპები ზომითა და დანიშნულებით ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება. დიდი ავტომობილის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ სალონის სივრცე, არამედ ისიც, რამდენად მოსახერხებელი იქნება მისი ყოველდღიურად მართვა ქალაქში.

თუ ავტომობილი უმეტესად თბილისში ან სხვა დიდ ქალაქში უნდა გამოიყენოთ, შედარებით კომპაქტური, SUV მოდელები ხშირად უფრო პრაქტიკულია. 

ქალაქგარეთ ხშირი გადაადგილებისას კი სხვა მახასიათებლები ხდება უფრო მნიშვნელოვანი. ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს წამყვანი თვლების ტიპს, კლირენსს, დაკიდებასა და საბურავებს. მაგალითად, სრულამძრავიანი Jetour T2 i-DM უფრო საინტერესო არჩევანია მაშინ, როცა მარშრუტი ხშირად სცდება ქალაქის გზას.

როგორ შევარჩიოთ გამძლე ჩინური დატენვადი ჰიბრიდი?

ავტომობილის გამძლეობაზე მხოლოდ ბრენდის სახელით ან ბატარეის მოცულობით მსჯელობა რთულია. შეძენამდე უფრო სასარგებლოა რამდენიმე კონკრეტული საკითხის გადამოწმება.

პირველ რიგში, გაეცანით ქარხნული გარანტიის ვადასა და გარბენის ზღვარს. E-Motors-ში ეს პირობები მოდელის მიხედვით განსხვავდება. ასევე მნიშვნელოვანია, სად გაივლის ავტომობილი გეგმურ მომსახურებას და შესაძლებელია თუ არა ჰიბრიდული სისტემის სრულფასოვანი დიაგნოსტიკა ავტორიზებულ სერვისში.

თუ გამძლე ჩინური დატენვადი ჰიბრიდის შერჩევას ცდილობთ, ბატარეის ტიპთან ერთად ყურადღება მიაქციეთ მომსახურების გრაფიკს, საგარანტიო პირობებსა და სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობას. ეს საკითხები ავტომობილის ხანგრძლივი გამოყენებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სიმძლავრე ან ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილი.

რას მივაქციოთ ყურადღება ტესტ დრაივის დროს?

ტექნიკური მონაცემების გაცნობის შემდეგ სასურველია ავტომობილი გზაზეც გამოსცადოთ. მსგავსი მახასიათებლების მქონე ორი მოდელი მართვისას ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული შეიძლება აღმოჩნდეს.

ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში დააკვირდით, რამდენად შეუმჩნევლად იცვლება ელექტრო და შიდაწვის ძრავის რეჟიმები, როგორ რეაგირებს მანქანა აჩქარებასა და დამუხრუჭებაზე და რამდენად იგრძნობა ძრავის ჩართვა სალონში.

ასევე შეაფასეთ ხილვადობა, საჭის რეაქცია, დაკიდების მუშაობა და ავტომობილის ზომა. განსაკუთრებით დიდი SUV-ის არჩევისას უმჯობესია წინასწარ ნახოთ, რამდენად თავისუფლად მართავთ მას ქალაქის ქუჩებში და რამდენად მარტივად აჩერებთ საპარკინგე სივრცეში. ამიტომ შეძენამდე ტესტ დრაივი კარგი გზაა იმ დეტალების შესაფასებლად, რომლებიც ტექნიკურ მონაცემებში არ ჩანს.

რომელი ჰიბრიდი მანქანა შევარჩიოთ?

საბოლოო არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მანქანას ყოველდღიურად. თუ ძირითადად ქალაქში მოძრაობთ, ყურადღება მიაქციეთ ავტომობილის ზომას, საწვავის მოხმარებასა და ელექტრო სავალ მარაგს. ოჯახისთვის მანქანის შერჩევისას გასათვალისწინებელია სალონისა და საბარგულის სივრცეც. თუ ხშირად მოძრაობთ ქალაქგარეთ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ სრულამძრავიან სისტემას, კლირენსსა და დაკიდებას.

ჩინური ჰიბრიდი მანქანები დღეს საკმაოდ განსხვავებული მახასიათებლებით არის წარმოდგენილი, ამიტომ მოდელების მხოლოდ ერთი მონაცემით შედარება არასწორია. შეადარეთ მანქანების ის მახასიათებლები, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ მარშრუტსა და მანქანის გამოყენების პირობებს უკავშირდება, გადაამოწმეთ საგარანტიო პირობები და საბოლოო გადაწყვეტილებამდე სასურველი ავტომობილი გზაზეც გამოსცადეთ.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის და რას ნიშნავს ჰიბრიდი?

ჰიბრიდი არის ავტომობილი, რომელიც გადაადგილებისთვის შიდაწვის ძრავასა და ელექტროძრავას იყენებს. ჩვეულებრივი ჰიბრიდის ბატარეა შიდაწვის ძრავისა და დამუხრუჭებისას მიღებული ენერგიით იტენება, ხოლო დატენვადი ჰიბრიდის (PHEV) ელექტროქსელიდან დამუხტვაც შესაძლებელია. ორივე შემთხვევაში ძრავების ერთობლივი მუშაობა საწვავის მოხმარების შემცირებას უწყობს ხელს.

რა ღირს ჰიბრიდული ავტომობილი საქართველოში?

ჰიბრიდული ავტომობილის ფასი დამოკიდებულია ბრენდზე, მოდელზე, ჰიბრიდული სისტემის ტიპზე, ბატარეის მოცულობასა და აღჭურვილობაზე. ჩვეულებრივი და დატენვადი ჰიბრიდების ფასები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ შედარებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საწყისი ღირებულების, არამედ ტექნიკური მახასიათებლებისა და საგარანტიო პირობების გათვალისწინებაც. კონკრეტული მოდელების მიმდინარე ფასები E-Motors Georgia-ს კატალოგში შეგიძლიათ გადაამოწმოთ.

რამდენ საწვავს მოიხმარს ჰიბრიდული მანქანა?

საწვავის მოხმარების მაჩვენებელი ყველა ჰიბრიდული მანქანისთვის ერთნაირი არ არის. მის განსაზღვრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავტომობილის მოდელი, ძრავის ტიპი და მოძრაობის პირობები. კონკრეტული მოდელის შეფასებისას შეადარეთ მწარმოებლის მიერ მითითებული ქალაქის, შერეული ციკლისა და, დატენვადი ჰიბრიდის შემთხვევაში, დაცლილი ბატარეით მოძრაობის მონაცემები. ასე უკეთ განსაზღვრავთ, რა რაოდენობის საწვავი შეიძლება დაგჭირდეთ ყოველდღიურად.

რა განსხვავებაა ჰიბრიდულ და ელექტრო მანქანას შორის?

ჰიბრიდულ მანქანას ელექტროძრავასთან ერთად შიდაწვის ძრავაც აქვს, ხოლო სრულად ელექტრო ავტომობილი მხოლოდ ელექტროენერგიით მოძრაობს. მთავარი განსხვავება ენერგიის წყაროსა და შორ მანძილზე მგზავრობის დაგეგმვაშია. ელექტრომობილის შემთხვევაში აუცილებელია ბატარეის დამუხტვის შესაძლებლობის გათვალისწინება, ჰიბრიდს კი მოძრაობის გაგრძელება საწვავის გამოყენებითაც შეუძლია.

რამდენ ხანს ძლებს ჰიბრიდული მანქანის ბატარეა?

ჰიბრიდული მანქანის ბატარეას ყველა მოდელისთვის ერთნაირი ექსპლუატაციის ვადა არ აქვს. დროთა განმავლობაში მისი ტევადობა შეიძლება შემცირდეს, რაც დატენვადი ჰიბრიდის შემთხვევაში ელექტრო სავალ მარაგზეც აისახება. ბატარეის მდგომარეობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია მისი დიაგნოსტიკა, ხოლო გარანტიის პირობები კონკრეტული მწარმოებლის მიხედვით უნდა გადამოწმდეს.