4 მიზეზი, რის გამოც უნდა შეიძინოთ ავტომობილი ოფიციალური წარმომადგენლისგან

გაიგეთ, რატომ სჯობს ჩინური ავტომობილის შეძენა ოფიციალური წარმომადგენლისგან

2026-02-13

blog image

ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე ჩინური ავტომობილების მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. ამ ტენდენციას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს – 2025 წელს ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი 68%-ით გაიზარდა, რითაც ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. მძღოლებს ავტომობილების თანამედროვე დიზაინი, მრავალფეროვანი ტექნიკური აღჭურვილობა და კონკურენტუნარიანი ფასი იზიდავთ.

ჩინურ ავტომობილებზე მზარდმა მოთხოვნამ ბაზარზე არჩევანის მრავალფეროვნება განაპირობა. დღეს სასურველი მოდელის შეძენა შესაძლებელია როგორც ოფიციალური წარმომადგენლისგან, ისე გადამყიდველებისა თუ იმ იმპორტიორი კომპანიებისგან, რომლებსაც ავტომობილები მეორადი ბაზრიდან შემოჰყავთ.

ჩინური ავტომობილები: ოფიციალური თუ არაოფიციალური იმპორტი

არაოფიციალური გზით ავტომობილის შეძენისას მთავარი სირთულე მისი წარმომავლობის დადგენაა. რთულია იმის გაგება, თუ კონკრეტულად რომელი ბაზრისთვის არის წარმოებული ესა თუ ის მოდელი. მაგალითად, ჩინეთის შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი ვერსიები არსებითად განსხვავდება საერთაშორისო სტანდარტებისგან, რაც აისახება უსაფრთხოების სისტემებზე, ძრავის ტექნიკურ მახასიათებლებსა და მულტიმედიის ენობრივ ინტერფეისზე.

მეორადი ბაზრიდან იმპორტირებული ავტომობილის მენიუ, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ჩინურ ენაზეა ხელმისაწვდომი. მისი ადაპტაცია ან საერთოდ შეუძლებელია, ან დამატებით პროგრამულ ჩარევას მოითხოვს, რაც ხარჯებს ზრდის.

ქარხნული გარანტია და დაცულობა

ოფიციალური წარმომადგენლისგან შეძენილი ავტომობილის მთავარი უპირატესობა ქარხნული გარანტიაა, რომელიც რამდენიმე წელს ან კონკრეტულ გარბენს ფარავს. საგარანტიო პერიოდში ქარხნული წუნის აღმოჩენისას, მწარმოებელი ვალდებულია, ხარვეზი საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრო და ჰიბრიდული მოდელების მფლობელებისთვის, რადგან ამ მანქანებში არსებული ელემენტი და ელექტრონული სისტემები ძვირად ღირებულია.

პროგრამული მხარდაჭერა და უსაფრთხოება

თანამედროვე ავტომობილები რთული, ურთიერთდაკავშირებული სისტემებისგან შედგება. ავტომატური დამუხრუჭება, ზოლის შენარჩუნების ასისტენტი და შეჯახების პრევენციის მექანიზმები კოორდინირებულად მუშაობს. ნებისმიერმა არაკომპეტენტურმა ჩარევამ შესაძლოა ამ სისტემების მოშლა განაპირობოს. ოფიციალურ წარმომადგენელთან შეძენილ ავტომობილებში კუსტარული ჩარევები არ ხდება, რაც, თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოების ყველა სისტემა ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ეს მწარმოებლის მიერ იყო ჩაფიქრებული.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების სტანდარტები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. ოფიციალურად იმპორტირებული მოდელები იმ ქვეყნების მოთხოვნების შესაბამისად არის შერჩეული, სადაც ისინი იყიდება.

ორიგინალი სათადარიგო ნაწილები და სერვისი

ავტომობილი პერიოდულად ტექნიკური სერვისის მიერ უნდა შემოწმდეს, საჭიროების შემთხვევაში კი პროფესიონალების მიერ შეკეთდეს. ჩინური ბრენდების შემთხვევაში, ქართულ ბაზარზე რთულია შესაბამისი და ხარისხიანი დეტალების მოძიება. ოფიციალურ სერვისცენტრში კი ყოველთვის ხელმისაწვდომია ორიგინალი სათადარიგო ნაწილები.

გარდა ამისა, E-Motors Georgia-ს სერვისის ტექნიკოსები მუდმივად გადიან სპეციალურ მომზადებას უშუალოდ მწარმოებელთან. მათ ზედმიწევნით იციან კონკრეტული მოდელის ყველა ტექნიკური ნიუანსი, რაც გამორიცხავს შეცდომებს დიაგნოსტიკისა თუ შეკეთების დროს.

სამართლებრივი სიმშვიდე

იურიდიული გამჭვირვალობა კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ოფიციალურ წარმომადგენელთან თანამშრომლობა სჯობს. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება მკაფიოდ განსაზღვრავს უფლებებსა და კომპანიის ვალდებულებებს. არაოფიციალური გარიგებების დროს კი პირობები შეიძლება ბუნდოვანი აღმოჩნდეს და პრობლემის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთან კომუნიკაციაც გართულდეს.

შეარჩიეთ ავტომობილები E-Motors Georgia-ს შოურუმში და მიიღეთ მუდმივი მხარდაჭერა

blog image

E-Motors Georgia 2023 წელს სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ადგილობრივ ბაზარზე შემოეყვანა ინოვაციური ჩინური ავტომობილები, რომლებიც სრულად მოერგებოდა ადგილობრივ კლიმატურ პირობებსა და მომხმარებლის მოთხოვნებს. დღესდღეობით კომპანია საქართველოში ისეთი წამყვანი ბრენდების ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა IM Motors, Jetour, Forthing, Dayun და AIQAR.

ჩვენთან ავტომობილის შეძენა უსაფრთხოების მაღალ გარანტიას გულისხმობს, რადგან პირდაპირ ვთანამშრომლობთ მწარმოებელ ქარხნებთან. ეს სანდოობა დასტურდება ოფიციალური ქარხნული გარანტიით, რომელიც, მოდელების მიხედვით, შემდეგ პირობებს მოიცავს:

  • გარანტიის ხანგრძლივობა: 3-დან 6 წლამდე პერიოდი;
  • გარბენი: 100,000-დან 200,000 კილომეტრამდე.

ტექნიკური მხარდაჭერა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამრიგად, სერვისცენტრი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ტექნიკოსებით, რომლებსაც გადამზადება მწარმოებელ ქარხნებში აქვთ გავლილი.

E-Motors Georgia-სთვის მთავარია მომხმარებელთან გრძელვადიანი და საიმედო ურთიერთობის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ავტომობილის გაყიდვას, არამედ მის შემდგომ სრულფასოვან ტექნოლოგიურ და სერვისულ მხარდაჭერას.

გვეწვიეთ მულტიბრენდულ შოურუმში (თბილისი, ბელიაშვილის 131), სადაც საშუალება გექნებათ ახლოს გაეცნოთ თითოეულ მოდელს, დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ პროფესიონალური კონსულტაცია.

დაჯავშნეთ ტესტ-დრაივი თქვენთვის სასურველ მოდელზე და თავად დარწმუნდით E-Motors Georgia-ს ავტომობილების უპირატესობებში.


4 მიზეზი, რის გამოც უნდა შეიძინოთ ავტომობილი ოფიციალური წარმომადგენლისგან