რამდენ ხანში იმუხტება ელექტრომობილი: ამ პროცესს არც ისე დიდი დრო სჭირდება, როგორც გგონიათ
ელექტრომობილის დამუხტვა: გაარკვიეთ, რამდენად მარტივი და სწრაფია ეს პროცესი სინამდვილეში
2025-07-22
ელექტრომობილის ფლობა ბევრ უპირატესობასთან არის დაკავშირებული, თუმცა დამუხტვის დრო და სირთულე ყოველთვის განხილვის საგანია. შიდაწვის ძრავიანი და ჰიბრიდი მანქანების საწვავის ავზის შევსებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ელექტრომობილის შემთხვევაში, პროცესი განსხვავებული და დროც ცვალებადია. სწორედ ეს უცნობი ფაქტორი აჩენს ხოლმე კითხვებს და ზოგჯერ, მცირე ეჭვებსაც. თუმცა, როგორც კი პროცესის დეტალებს გაეცნობით, აღმოაჩენთ, რომ ელექტრომობილის დამუხტვა ბევრად მარტივი და მოსახერხებელია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ამ ბლოგში დეტალურად აგიხსნით, რა განსაზღვრავს ელექტრომობილის დამუხტვის დროს, რა ტიპის დამტენები არსებობს და როგორ შეგიძლიათ ეს პროცესი თქვენს ყოველდღიურობას მარტივად მოარგოთ.
ფაქტორები, რომლებიც დამუხტვის დროს განსაზღვრავს

ზუსტი დრო, თუ რამდენ ხანში დაიმუხტება ელექტრომობილი, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ გვაქვს. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი ელემენტის ზომაა, ანუ მისი ტევადობა კილოვატ-საათებში (კვტ/სთ).
რაც უფრო დიდია ელემენტი, მით მეტი ენერგიის შენახვა შეუძლია და, შესაბამისად, მის სრულ დამუხტვას უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება. მაგალითად, AIQAR iCar 03 კომპაქტური ზომის ელექტრომობილია, მას მცირე ზომის ელემენტი აქვს და, ამიტომ, სწრაფად იმუხტება. IM L7 კი პრემიუმ კლასის მოდელია, რომელიც შორ მანძილზე გადაადგილდება. მასში დიდი მოცულობის ელემენეტია განთავსებული, შესაბამისად, დასამუხტად უფრო მეტი დრო სჭირდება.
ამასთან ერთად, თითქმის დაცლილი ელემენტის 0%-დან 100%-მდე დამუხტვას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე, პირობითად, 30%-დან 80%-მდე შევსებას.
ძალიან ცხელ ან ცივ ამინდში დამუხტვა შეიძლება ოდნავ შენელდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ მანქანის სისტემა ელემენტს იცავს და მისთვის იდეალურ ტემპერატურას ინარჩუნებს. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში და ყოველდღიური მოხმარებისას ეს ნაკლებად შესამჩნევია.
დამუხტვის დროზე უდიდეს გავლენას ახდენს დამტენის ტიპი და მისი სიმძლავრე, რომელიც კილოვატებში (კვტ) იზომება. ეს მაჩვენებელი პირდაპირ განსაზღვრავს, რა სისწრაფით გადაეცემა ენერგია ავტომობილის ელემენტს. ამიტომ, რაც უფრო მაღალია კილოვატების რაოდენობა, მით უფრო ინტენსიურია ენერგიის ნაკადი და ნაკლებ დროში იმუხტება ელექტრომობილი
გასათვალისწინებელია თავად ავტომობილის დამუხტვის შესაძლებლობაც. ძალიან მძლავრი დამტენის გამოყენების შემთხვევაშიც კი მანქანა მხოლოდ იმ მაქსიმალური სიჩქარით დაიმუხტება, რასაც მისი სისტემა უშვებს. თუ ელექტრომობილის ყიდვა E-Motors Georgia-ში გადაწყვიტეთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს, შოურუმში წარმოდგენილ ბრენდებს დამუხტვის მაღალი სიჩქარე აქვს.
Level 1, Level 2, DC Fast დამტენები: რას ნიშნავს დამუხტვის დონეები და რომელი გჭირდებათ თქვენ?

დამუხტვის სხვადასხვა დონე არსებობს, განსხვავებული სიჩქარითა და გამოყენებით. საბაზისო მოდელებად Level 1 დამტენები მიიჩნევა. მას მარტივად შეაერთებთ დენის წყაროზე, თუმცა დამუხტვის ყველაზე ნელი მეთოდია — საათში მხოლოდ რამდენიმე კილომეტრისათვის საკმარისი ენერგია ივსება, სრულად დამუხტვას კი საშუალოდ 8-12 საათი სჭირდება. იდეალურია სახლში გამოსაყენებლად, განსაკუთრებით ღამის განმავლობაში.
გაცილებით პოპულარულია Level 2 მოდელები. ასეთ დამტენებს ხშირად შეხვდებით საჯარო ლოკაციებზე, მაგრამ მათი დაყენება სახლსა და ოფისშიც ძალიან პრაქტიკულია. Level 2 დამტენები, Level 1-თან შედარებით, უფრო სწრაფია, ელექტრომობილის სრულად დამუხტვას დაახლოებით 4-6 საათი სჭირდება.
არსებობს Level 3, ანუ DC სწრაფი დამტენები. ეს მძლავრი მოდელები უმოკლეს დროში, სულ რაღაც 40 წუთში ელექტრომობილებს სრულად ტენის. ისინი დამონტაჟებულია მაგისტრალებზე, დიდ სავაჭრო ცენტრებთან ან სპეციალურ საჯარო სადგურებზე. სწრაფი დამტენის გამოყენება რეკომენდებულია შორ მანძილზე მგზავრობისას, როდესაც ენერგიის მარაგი სწრაფად უნდა შეივსოს. ყოველდღიური გამოყენებისათვის Level 2 დამტენებს ვუწევთ რეკომენდაციას, რადგან ელემენტს არ აიზანებს.
რეალურად რა დრო სჭირდება ელექტრომობილს დასამუხტად?

თუ ზემოთ ნახსენებ კომპაქტურ და კომფორტულ ელექტრომობილს, AIQAR iCar eQ3-ს ფლობთ, მის დამუხტვას მოკლე დროში შეძლებთ. ამ მოდელის ელემენტი Level 2 დამტენით დაახლოებით 7-9 საათში სრულად შეივსება. თუკი, შორ მანძილზე მიდიხართ, DC დამტენი ელექტრომობილს 20%-დან 80%-მდე დაახლოებით 40 წუთში შეავსებს.
ახლა კი უფრო მძლავრი მოდელი, IM L7 განვიხილოთ. ამ ელექტრომობილს დიდი ტევადობის ელემენტი აქვს, და Level 2 დამტენით, შესაძლოა 12 საათის განმავლობაში იმუხტებოდეს. DC სწრაფი დამტენით კი 80%-მდე დაახლოებით 40 წუთში შეივსება.
მსგავსი მოდელები კარგად აჩვენებს იმ მაღალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომლებსაც ელექტრომობილების ინდუსტრიამ მიაღწია. ამ მიმართულებით გამორჩეულია თანამედროვე მანქანები ჩინეთიდან , რომელთა ფართო არჩევანსაც სწორედ E-Motors Georgia გთავაზობთ.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ საორიენტაციო დროებია და ზუსტი ხანგრძლივობა ყოველთვის დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე.
დამუხტეთ ელექტრომობილი ჭკვიანურად: რეკომენდაციები ელემენტის მდგომარეობის შესანარჩუნებლად
დამუხტვის სწორი ჩვევები ელექტრომობილის ელემენტის მდგომარეობასა და ექსპლუატაციის ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას. არსებობს რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია:
- დაიცავით 80%-იანი ზღვარი: ეცადეთ, ყოველდღიური მოხმარებისთვის ელემენტი რეგულარულად 100%-მდე არ დამუხტოთ. ოპტიმალურია მისი დაახლოებით 80%-მდე შევსება;
- 100% მხოლოდ საჭიროებისას: სრულად დამუხტვა გამოიყენეთ მაშინ, როდესაც შორ მანძილზე მგზავრობას გეგმავთ და მაქსიმალური სვლის მარაგი გჭირდებათ;
- მოერიდეთ ბოლომდე დაცლას: ნუ დატოვებთ ელემენტს ხანგრძლივად ძალიან დაბალ პროცენტზე (მაგალითად, 20%-ზე ქვემოთ). დამუხტეთ დროულად;
- გაითვალისწინეთ ტემპერატურა: ავტომობილს ექსტრემალურ სიცხესა და სიცივეში ნუ გააჩერებთ;
- უპირატესობა მიანიჭეთ Level 2 დამტენს: ყოველდღიური დამუხტვისთვის გამოიყენეთ Level 2 დამტენი.
ინფრასტრუქტურა საქართველოში: სად და როგორ დამუხტოთ ელექტრომობილი?
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვა დამუხტვის ინფრასტრუქტურას ეხება. მართალია, საქართველოში ელექტრომობილების სეგმენტი ჯერ კიდევ ვითარდება, თუმცა დამტენი სადგურების ქსელი თბილისსა და რეგიონებში მუდმივად ფართოვდება.
შიში, რომ ავტომობილი შუა გზაში გაგიჩერდებათ, თანდათან უსაფუძვლო ხდება. მარშრუტის დაგეგმვამდე, ესტუმრეთ E-Motors Georgia-ს ვებგვერდს, იხილეთ დამტენების რუკა და წინასწარ განსაზღვრეთ ელექტრომობილის დასამუხტი წერტილები.
საბედნიეროდ, ბოლო წლებში ურბანული განვითარებისას დამტენი ინფრასტრუქტურასაც ითვალისწინებენ. დღეს ბევრი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თუ კომერციული ობიექტი საკუთარ ტერიტორიაზე დამტენ სადგურებს აყენებს.
თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი დამტენისა და ყველა საჭირო აქსესუარის შერჩევასა და შეძენას E-Motors Georgia-ში შეძლებთ.
როგორც ვნახეთ, ელექტრომობილის დამუხტვა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და დროც ცვალებადია. თუმცა, ეს პროცესი სულაც არ არის იმდენად რთული ან მოუხერხებელი, როგორიც აქამდე წარმოგედგინათ.
გსურთ, პირადად დარწმუნდეთ, რამდენად მარტივი და კომფორტულია თანამედროვე ელექტრომობილის ფლობა? საუკეთესო გზა მისი გამოცდაა — დაჯავშნეთ ტესტ დრაივი და გვესტუმრეთ E-Motors Georgia-ს შოურუმში, ბელიაშვილის 49 ნომერში.
ჩვენი გუნდის წევრები, მაღალი პროფესიონალიზმით, დამუხტვის, ექსპლუატაციის, დამტენებისა თუ აქსესუარების შესახებ თქვენს შეკითხვებს ამომწურავად უპასუხებენ.
მანქანის დამუხტვა