ავტოლიზინგი

ავტოლიზინგი - ახალი ავტომობილი ყოველთვიური გადასახადით

ისარგებლე ახალი ავტომობილით დიდი ერთჯერადი ხარჯის გარეშე. ავტოლიზინგი მოქნილი გამოსავალია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის, რომლებსაც ავტოპარკის განახლება სურთ.

  • ფიზ. პირებისთვისპირადი ავტომობილი
  • ბიზნესისთვისკორპორატიული ავტოპარკი
  • ახალი ავტომობილებიJetour, Hongqi, Forthing
რა არის ავტოლიზინგი

ავტოლიზინგი - ისარგებლე ავტომობილით ახლავე, შეიძინე ეტაპობრივად

ავტოლიზინგი დაფინანსების ფორმაა, როდესაც ლიზინგის კომპანია ყიდულობს შენ მიერ შერჩეულ ავტომობილს და სარგებლობაში გადმოგცემს. შენ ყოველთვიურ ლიზინგის გადასახადს იხდი, ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი ავტომობილი შენს საკუთრებაში გადმოდის.

ავტოლიზინგის დროს ავტომობილით სარგებლობას პირველივე დღიდან იწყებ, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მისი მესაკუთრე ლიზინგის კომპანიაა.

E-Motors Georgia-ში შეგიძლია შეარჩიო ახალი ავტომობილი და ისარგებლო ნებისმიერი ლიზინგის კომპანიის მომსახურებით - ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად თიბისი ლიზინგს ირჩევენ. ჩვენ კი დაგეხმარებით ლიზინგის პირობების გარკვევასა და პროცესის მარტივად გავლაში.

როგორ მუშაობს

როგორ მუშაობს ავტოლიზინგი - 4 ნაბიჯი

  1. შეარჩიე ავტომობილი

    დაათვალიერე ავტომობილები და გაიარე ტესტ-დრაივი.

  2. შეთანხმდი პირობებზე

    განსაზღვრე პირველადი შენატანი, ლიზინგის ვადა და ყოველთვიური გადასახადი.

  3. ისარგებლე ავტომობილით

    ავტომობილს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე იღებ და ყოველთვიურ გადასახადს იხდი.

  4. გახდი მფლობელი

    ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ავტომობილი შენს საკუთრებაში გადმოდის.

უპირატესობები

რატომ ავტოლიზინგი

დიდი ერთჯერადი ხარჯის გარეშე

ავტომობილის სრული ღირებულების ერთბაშად გადახდა საჭირო არ არის.

მოქნილი გადასახადი

ყოველთვიური გადასახადი და ვადა შენს ბიუჯეტზე მორგებით განისაზღვრება.

ბიზნესისთვის

კომპანია ავტოპარკს ანახლებს ისე, რომ საბრუნავ კაპიტალს ერთბაშად არ ხარჯავს.

ვისთვის

ავტოლიზინგი ფიზიკური პირებისა და კომპანიებისთვის

ფიზიკური პირებისთვის

თუ ახალი ავტომობილით სარგებლობა ახლავე გინდა, ღირებულების დაფარვა კი ეტაპობრივად - ავტოლიზინგი პირადი ავტომობილის შეძენის მოსახერხებელი გზაა.

კომპანიებისთვის

ავტოლიზინგი ბიზნესს ავტოპარკის შექმნასა და განახლებაში ეხმარება - კომპანია ახალ ავტომობილებს იღებს, თანხას კი ეტაპობრივად იხდის.

  • კორპორატიული და სამსახურებრივი ავტომობილები
  • ერთი ან რამდენიმე ავტომობილი ერთდროულად
ავტომობილები

შეარჩიე ავტომობილი ავტოლიზინგისთვის

დაათვალიერე E-Motors Georgia-ში ხელმისაწვდომი მოდელები - ტიპისა და ბრენდის მიხედვით.

შედარება

ავტო სესხი, ავტოლიზინგი თუ ავტოგანვადება - რომელი გამოგადგება?

სამივე გზა ახალი ავტომობილის შეძენას ამარტივებს, თუმცა ისინი ერთმანეთისგან ვადით, საკუთრებითა და პირობებით განსხვავდება.

ავტო სესხიავტოლიზინგიავტოგანვადება
როგორ მუშაობსბანკი გაფინანსებს ავტომობილის შესაძენად, შენ კი თანხას ყოველთვიურად ფარავლიზინგის კომპანია ყიდულობს ავტომობილს და სარგებლობაში გადმოგცემსავტომობილის ღირებულებას ნაწილ-ნაწილ ფარავ მოკლე, წინასწარ შეთანხმებულ ვადაში
ავტომობილის მესაკუთრეშენ - შეძენისთანაველიზინგის კომპანია - ხელშეკრულების დასრულებამდეშენ - შეძენისთანავე
ვადაგრძელვადიანისაშუალო ან გრძელვადიანიმოკლევადიანი - 12 თვემდე
თანამონაწილეობა0%-დან (კრედო ბანკის შეთავაზებით)ინდივიდუალური პირობებით10%-დან (SOLO / Concept)
ვისთვისვისაც ავტომობილი მაშინვე საკუთრებაში და ხანგრძლივი დაფარვის ვადა სურსფიზიკური პირებისა და კომპანიებისთვის, ვისაც დიდი ერთჯერადი ხარჯი არ სურსვისაც ავტომობილის ღირებულების სწრაფად, 0%-იანი განვადებით დაფარვა სურს

* პირობები მითითებულია E-Motors Georgia-ს მიმდინარე შეთავაზებების მიხედვით. საბოლოო პირობებს ადგენს ფინანსური ინსტიტუტი.

ხშირად დასმული კითხვები

ავტოლიზინგი - კითხვები და პასუხები

რა არის ავტოლიზინგი?

ავტოლიზინგი დაფინანსების ფორმაა, როდესაც ლიზინგის კომპანია ყიდულობს შენ მიერ შერჩეულ ავტომობილს და სარგებლობაში გადმოგცემს. შენ ყოველთვიურ გადასახადს იხდი, ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი ავტომობილი შენს საკუთრებაში გადმოდის.

რით განსხვავდება ავტოლიზინგი ავტო სესხისგან?

ავტო სესხის დროს ავტომობილი შეძენისთანავე შენს საკუთრებაშია. ავტოლიზინგის დროს კი ხელშეკრულების დასრულებამდე ავტომობილის მესაკუთრე ლიზინგის კომპანიაა.

ვის ეკუთვნის ავტომობილი ლიზინგის პერიოდში?

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ავტომობილის მესაკუთრე ლიზინგის კომპანიაა. ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ავტომობილი შენს საკუთრებაში გადმოდის.

შეუძლია თუ არა ფიზიკურ პირს ავტოლიზინგით სარგებლობა?

დიახ. ავტოლიზინგი ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის.

რომელი ლიზინგის კომპანიით შემიძლია სარგებლობა?

შეგიძლია ისარგებლო ნებისმიერი ლიზინგის კომპანიის მომსახურებით. ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად თიბისი ლიზინგს ირჩევენ.

რომელი ავტომობილების შეძენა შემიძლია ავტოლიზინგით?

შეგიძლია შეარჩიო E-Motors Georgia-ში ხელმისაწვდომი ავტომობილები - Jetour-ის, Hongqi-ისა და Forthing-ის მოდელები.

როგორ გავიგო ავტოლიზინგის პირობები?

დაგვიკავშირდი ნომერზე (032) 215 10 10 ან ეწვიე შოურუმს მისამართზე: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის N131.

გაინტერესებს ავტოლიზინგი?

დაგვიკავშირდი ან ეწვიე E-Motors Georgia-ს შოურუმს - გაგაცნობთ ავტოლიზინგის პირობებს და შეგირჩევთ ავტომობილს.

ტელეფონი(032) 215 10 10შოურუმითბილისი, აკაკი ბელიაშვილის N131
სამუშაო საათებიორშაბათი–შაბათი: 10:00–20:00

* ავტოლიზინგის პირობები ინდივიდუალურად განისაზღვრება. საბოლოო პირობებს ადგენს ლიზინგის კომპანია.