თქვენს ფილტრს არცერთი ავტომობილი არ ემთხვევა.

ჩინური მანქანები საქართველოში: მოდელები, ფასები და შეძენის პირობები

E-Motors Georgia ოთხი წამყვანი ჩინური მწარმოებლის (Jetour-ის, IM Motors-ის, Forthing-ისა და Hongqi-ს) ოფიციალური წარმომადგენელია და სრულ მომსახურებას გთავაზობთ, რაც მოდელის შერჩევას, ტესტ-დრაივს, გაფორმებასა და საგარანტიო სერვისს მოიცავს. შესაბამისად, ჩვენთან ჩინური მანქანის ყიდვა მაქსიმალურად მარტივი და სანდო პროცესია.

ჩინური ავტომობილების ბრენდები E-Motors Georgia-ში  

შოურუმში ჩინური მანქანები მრავალფეროვანი არჩევანითაა წარმოდგენილი, ასე რომ, სასურველ ავტომობილს თქვენი გემოვნებისა და ცხოვრების წესის მიხედვით შეარჩევთ.

თუ ტევად და მაღალი გამავლობის მოდელს ეძებთ, Jetour-ის ხაზი დაგაინტერესებთ. ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილია როგორც ქალაქში გადასაადგილებლად განკუთვნილი კომპაქტური კროსოვერები,  ისე დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილები (PHEV) T1 i-DM და T2 i-DM

თუ პრემიუმ კლასის ავტომობილებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ, ვფიქრობთ, რომ Hongqi და IM Motors თქვენზე საოცარ შთაბეჭდილებას მოახდენს. Hongqi მრავალწლიანი ისტორიის მქონე ბრენდია, რომელიც მდიდრულ, სოლიდურ სედანებსა და ყველგანმავლებს ქმნის.  IM Motors-ი კი თანამედროვე ბრენდია, რომელიც მაღალტექნოლოგიურ და დახვეწილ ელექტრომანქანებს აწარმოებს. საოჯახო და საქმიანი მგზავრობისთვის კი Forthing-ის ტევად მინივენებს გთავაზობთ. 

რატომ უნდა შეიძინოთ ჩინური ავტომანქანები ოფიციალური წარმომადგენლისგან?

ჩვენთან წინასწარ გაეცნობით გარანტიის, მომსახურებისა და დაფინანსების პირობებს: 


ქარხნული გარანტია:

ჩინური ავტომანქანები საქართველოში პირდაპირ მწარმოებლისგან ჩამოდის და თითოეულ მოდელზე ქარხნული გარანტია მოქმედებს;

  • ადგილობრივი სერვისი: ავტომობილის მოვლასა და შეკეთებაზე ჩვენი ავტორიზებული სერვისცენტრი იზრუნებს, სადაც მკაცრად ვიცავთ მომსახურების სტანდარტებს და მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს ვიყენებთ;
  • ტესტ-დრაივი შეძენამდე: სასურველი მოდელის შეძენამდე შეგიძლიათ ტესტ-დრაივი გაიაროთ, ამისთვის ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციას რამდენიმე წუთი სჭირდება; 
  • გადახდის მოქნილი პირობები: ჩინური მანქანის შეძენა შესაძლებელია პარტნიორი ბანკების განვადებით, ავტოლიზინგით ან Trade-In სერვისით, ძველი ავტომობილის ახლით ჩანაცვლებით.

რა ღირს ჩინური მანქანები საქართველოში? 

ჩინური მანქანების ყიდვამდე ფასების ცოდნა და გარკვევა უმნიშვნელოვანესია, ბიუჯეტის მიხედვით ყველაზე მეტად სასურველი მოდელის შესარჩევად. E-Motors Georgia-ს კატალოგში ახალი მოდელების ფასები დაახლოებით 55 000 ლარიდან იწყება და 130 000 ლარამდე აღწევს. ამ დიაპაზონში შეარჩევთ კომპაქტურ კროსოვერებს, ჰიბრიდულ ჯიპებსა და პრემიუმ კლასის ელექტრომობილებს. 

პანორამული სახურავი, ადაპტიური კრუიზ-კონტროლი, დიდი სენსორული ეკრანი, სავარძლების ვენტილაცია და გათბობა ამ მოდელებს საბაზისო ვერსიაშივე აქვს. სხვა ბრენდების შემთხვევაში კი მსგავსი აღჭურვილობა ძირითადად პრემიუმ კლასის კომპლექტაციებში გვხვდება, რის გამოც თანამედროვე ჩინური მანქანები სულ უფრო მეტი მძღოლის არჩევანი ხდება.

ავტომობილების შეძენისას გარანტიისა და განვადების პირობები

E-Motors Georgia-ში Jetour-ის, IM Motors-ის, Forthing-ისა და Hongqi-ს ავტომობილებს ქარხნული გარანტიით შეიძენთ. საგარანტიო პირობები ბრენდისა და მოდელის მიხედვით განსხვავდება: ზოგ მოდელზე 3-წლიანი ან 100 000 კმ-იანი გარანტია მოქმედებს, ზოგზე კი 6-წლიანი ან 190 000 კმ-იანი. გარანტია სრულდება განსაზღვრული ვადის გასვლისას ან გარბენის ლიმიტის მიღწევისას, იმის მიხედვით, თუ რომელი დადგება პირველი. შერჩეული ავტომობილის საგარანტიო პირობებს დეტალურად ხელშეკრულების გაფორმებამდე გაეცნობით. 

ოთხივე ბრენდის საგარანტიო მომსახურებით ჩვენს ავტორიზებულ სერვისცენტრში ისარგებლებთ, სადაც გარანტიით გათვალისწინებული ქარხნული წუნის შეკეთების საფასურს არ გადაიხდით. ჩვენი გუნდი მწარმოებელ ქარხნებში რეგულარულად გადის გადამზადებას და შეკეთებისას მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს იყენებს.

ჩვენთან ახალი და მეორადი ჩინური მანქანები მოქნილი დაფინანსების პირობებით არის ხელმისაწვდომი. თუ SOLO-ს ან TBC Concept-ის მომხმარებელი ხართ, ამ პერიოდში სპეციალური შეთავაზებითაც ისარგებლებთ: 10%-იანი თანამონაწილეობით ავტომობილს 12-თვიანი 0%-იანი განვადებით შეიძენთ.

შეარჩიეთ სასურველი მოდელი ჩვენს კატალოგში, გაიარეთ ტესტ-დრაივი და შეიძინეთ ავტომობილი ერთ დღეში, ერთი ვიზიტით. გვესტუმრეთ თბილისის შოურუმში ( ბელიაშვილის 131) ან დაგვიკავშირდით:  032 2 15 10 10; info@emotors.ge.


ხშირად დასმული კითხვები

რომელი ჩინური ავტომობილების ბრენდები იყიდება საქართველოში ოფიციალურად?

E-Motors Georgia-ს შოურუმში ოთხი სხვადასხვა ბრენდის ჩინური ავტომობილები იყიდება: Jetour, IM Motors, Forthing და Hongqi. ყველა მოდელი ოფიციალური არხით შემოდის და მწარმოებლის გარანტია ახლავს, რომლის ვადაც კონკრეტულ ბრენდზეა დამოკიდებული.

რა მანძილს გადის ჩინური ელექტრომობილი ერთი დამუხტვით?

სვლის მარაგი მოდელზეა დამოკიდებული. შედარებით კომპაქტური მოდელები ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვისაა გათვლილი, IM Motors-ის სედანები კი ერთი სრული დამუხტვით 700 კილომეტრამდე გადის. კონკრეტული მოდელის ზუსტ მონაცემებს მის გვერდზე ნახავთ.

რამდენად რთულია ჩინური მანქანის ნაწილების შოვნა?

ჩვენი ავტოცენტრი მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს იყენებს და მათ უშუალოდ მწარმოებლისგან იღებს. საჭირო ნაწილების ჩამოსვლის ზუსტ ვადას წინასწარ გაცნობებთ.

იყიდება თუ არა მეორადი ჩინური ავტომანქანები?

დიახ, ჩვენს კატალოგში ახალ მოდელებთან ერთად მეორადი ავტომობილებიც არის. თითოეული მათგანი დეტალურ შემოწმებას გადის იმავე სერვისცენტრში, სადაც ახალ ავტომობილებს ვემსახურებით.

როგორ დავჯავშნო ტესტ-დრაივი?

ტესტ-დრაივის დასაჯავშნად ჩვენს ვებგვერდზე აირჩიეთ სასურველი ავტომობილი და მიუთითეთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო. ჩვენი წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ, რომ დეტალები შეგითანხმოთ.