

HONGQI E-HS9
პრემიუმ კლასის ჭკვიანი ელექტრო SUV
გამოსცადე თავად, დაჯავშნე ტესტ-დრაივი
Hongqi E-HS9 გამორჩეული დიზაინის პრემიუმ კლასის ელექტრომობილია. მანქანის ვიზუალს გამოარჩევს Matrix LED ფარები და გვერდითი დიოდური განათება. მისი სიგრძე 5209 მმ-ს, ხოლო ღერძთაშორისი მანძილი 3110 მმ-ს შეადგენს. ეს მონაცემები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სალონში მგზავრები კომფორტულად განთავსდნენ და ხანგრძლივი მგზავრობების დროს დაღლა არ იგრძნონ.
სალონის ცენტრში დიდი სენსორული ეკრანია დამონტაჟებული, მძღოლის წინ კი მაჩვენებელთა დაფაა განთავსებული. ინტერიერი NAPPA-სა და Alcantara-ს მასალებითაა გაწყობილი. მგზავრებს კომფორტს უქმნის ელექტრონულად რეგულირებადი სავარძლები, რომლებსაც გათბობისა და განიავების ფუნქციები აქვს.
ავტომობილში უსაფრთხოებისთვის ინტეგრირებულია მძღოლის დამხმარე თანამედროვე სისტემები. მართვის პროცესს წვიმის სენსორი, სარკეების ე.წ. „მისალმების“ ფუნქცია და პარკირების დამხმარე სისტემა ამარტივებს.
სალონში სასურველ ტემპერატურას ოთხზონიანი კლიმატ-კონტროლი არეგულირებს. პანორამული ჭერი სალონს ბუნებრივი სინათლით ავსებს, ხოლო პნევმატური სავალი ნაწილი გზის საფარს ერგება და მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის.

სიმძლავრე ნებისმიერი სიტუაციისთვის
320 კვტ (Executive) / 405 კვტ (Flagship)
გაიგეთ მეტი და მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილება
მოდით წავიკითხოთ დისკუსია სპორტულ მანქანასთან დაკავშირებით, რათა უკეთ იყოთ თქვენი საოცნებო მანქანის არჩევისას



