

HONGQI H5
ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐ
6 წელი / 190 000 კმ
HONGQI H5 - ელეგანტური ექსტერიერი, კომფორტული ინტერიერი და მოწინავე ტექნოლოგიები
გამოსცადე თავად, დაჯავშნე ტესტ-დრაივი
მაქსიმალური სიმძლავრე
165 კვტ
მაქსიმალური ბრუნვის მომენტი
340 ნმ
აჩქარება 0-100 კმ/სთ
7.8 წამი
ძრავის მოცულობა
2.0T
Hongqi H5-ის ექსტერიერი რამდენიმე გამორჩეული დეტალით ხასიათდება. ავტომობილის წინა ნაწილს ბრენდის საფირმო, ვერტიკალური დიზაინი ამშვენებს. მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, სტანდარტული ციმციმის ნაცვლად, მიმართულების მაჩვენებელი მოძრავი შუქით ინთება. ავტომობილს ასევე აქვს პანორამული ლუქი, რომელიც, დახვეწილი დიზაინის მიღმა, სალონს ბუნებრივი სინათლით ავსებს.
ავტომობილის სალონი ე.წ. ჭკვიანი კაბინის კონცეფციითაა შექმნილი, სადაც ყველა დეტალი მძღოლისა და მგზავრების კომფორტზეა მორგებული. ტყავის საჭე, მოსახერხებელი 7 დუიმიანი LCD დისფლეი და სმარტფონის უკაბელო დამტენი მგზავრობას ამარტივებს. სალონის ჰაერის ხარისხსა და სისუფთავეზე კი PM2.5-ის ფილტრი ზრუნავს.
მოდელი აღჭურვილია 2.0 ლიტრიანი ტურბო ძრავითა და 8 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რომელიც 224 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს სიმძლავრე დინამიურ მართვასა და 100 კმ/სთ-მდე 7.8 წამში აჩქარებას განაპირობებს. მართვის 4 რეჟიმი კი გაძლევთ საშუალებას, აირჩიოთ სასურველი მართვის სტილი და სიმძლავრე, მაგალითად, ეკონომიური ან სპორტული.
უსაფრთხოების საფუძველია ავტომობილის მთლიანი კონსტრუქცია, რომელიც გაძლიერებული სიმტკიცით გამოირჩევა და შეჯახებისას მგზავრებს ეფექტურად იცავს. L2 დონის მართვის დამხმარე სისტემა და ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი ავტომატურად არეგულირებს დისტანციასა და სიჩქარეს, რაც ამცირებს მძღოლის დატვირთვას ხანგრძლივი მგზავრობისას. 360 გრადუსიანი კამერა კი ქალაქის პირობებში მანევრირებასა და პარკირებას განსაკუთრებით მარტივს ხდის.

შთამბეჭდავი დინამიკა ერთ ავტომობილში
2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავა 224 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე 7.8 წამში აჩქარებს.
უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები
L2 დონის მართვის ასისტენტი და გაძლიერებული სიმტკიცის კონსტრუქცია თქვენს უსაფრთხოებას განაპირობებს.
ექსტერიერი, რომელიც გამორჩელია
წინა ნაწილის საფირმო, ვერტიკალური დიზაინი და პანორამული ლუქი ავტომობილს დახვეწილ იერსახეს უქმნის.
გაიგეთ მეტი და მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილება
მოდით წავიკითხოთ დისკუსია სპორტულ მანქანასთან დაკავშირებით, რათა უკეთ იყოთ თქვენი საოცნებო მანქანის არჩევისას