car

IM L6 - ძლიერი და ინოვაციური სედანი

image2
image1

IM L6

Warranty

ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐ

6 წელი / 190 000 კმ

IM L6 - მაღალტექნოლოგიური სედანი ხანგრძლივი მგზავრობისა და ქალაქის მანევრირებისთვის.

დაჯავშნე ტესტ დრაივი

გამოსცადე თავად, დაჯავშნე ტესტ-დრაივი

მაქსიმალური სიმძლავრე

579 კვტ

მაქსიმალური ბრუნვის მომენტი

800 ნმ

აჩქარება 0-100 კმ/სთ

2.74 წამი

780 კმ

სვლის მარაგი (CLTC)

IM L6 თანამედროვე და ჭკვიანი სისტემებით აღჭურვილი სედანია. მისი ექსტერიერი დახვეწილი, მაქსიმალურად ზუსტი და გლუვი დეტალებით გამოირჩევა. მოდელის ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკული უპირატესობა საბარგულია. მისი კარი ლუქის მინასთან ერთად იხსნება, რაც დიდი ზომის ნივთების განსათავსებლად ძალიან მოსახერხებელია.

ავტომობილში ჩაჯდომისთანავე იგრძნობთ, რომ სალონის მოპირკეთებისა და მოწყობისას ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო კომფორტს. უკანა სავარძლების გრძელი საზურგე და მუხლებისთვის განკუთვნილი დიდი სივრცე გრძელ გზაზე მგზავრობისას განსაკუთრებულად კომფორტულია. სიმშვიდეს კი ხმაურგამტარი მინები და ხმაურის ჩახშობის სისტემა უზრუნველყოფს.


მოდელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა „Agile Lizard“ ციფრული შასი, რომელიც ავტომობილის მართვასა და მანევრირებას აუმჯობესებს. ოთხივე თვლის მოხვევის ინტელექტუალური სისტემის დახმარებით მობრუნების მინიმალური რადიუსი 4.99 მეტრია, რაც ქალაქის პირობებში უკუსვლით გამოსვლასა და მობრუნებას ამარტივებს.

იმისთვის, რომ მგზავრობა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს, IM L6 გარემოს აღქმისთვის სენსორების სრულ ნაკრებს იყენებს, მათ შორის მაღალი სიზუსტის LiDAR სენსორსა და 11 კამერას. ამ სენსორებიდან მიღებულ მონაცემებს მძლავრი NVIDIA Orin X პროცესორი ამუშავებს, რაც ავტომობილს საშუალებას აძლევს, გარემო რეალურ დროში აღიქვას. ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ხედვის დამატებითი სისტემა (PVSS) — ის მძღოლს ეხმარება, დაინახოს ის, რაც ხედვის არეს მიღმაა მოქცეული. ამ მახასიათებლების ერთობლიობა მართვის სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის — ყველაფერი მძღოლისა და მგზავრების კომფორტსა და უსაფრთხოებას ემსახურება.


specs
success icon

ფარავს მეტ მანძილს

ერთი დამუხტვით 850 კმ-მდე მანძილის გავლა შეგიძლიათ.

success icon

მეტი კომფორტი

ხმაურის აქტიური ჩახშობის სისტემა (RNC), ორმაგი, ხმაგაუმტარი მინები და კარგად მოწყობილი სალონი კომფორტული მგზავრობის გარანტია.

success icon

მეტი უსაფრთხოება

ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების აქტიური სისტემებით, რომლებიც მგზავრობისას პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებაში გეხმარებათ.

გაიგეთ მეტი და მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილება

ყველა სიახლე

მოდით წავიკითხოთ დისკუსია სპორტულ მანქანასთან დაკავშირებით, რათა უკეთ იყოთ თქვენი საოცნებო მანქანის არჩევისას