car

U-Tour HEV - მოდური დიზაინის საოჯახო მანქანა

image2
image1

U-Tour HEV

ძლიერი, ინტელექტუალური, უსაფრთხო და კომფორტული

დაჯავშნე ტესტ დრაივი

გამოსცადე თავად, დაჯავშნე ტესტ-დრაივი

Forthing U-Tour შვიდადგილიანი მრავალფუნქციური ჰიბრიდული ავტომობილია. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სამ რიგად განლაგებული სავარძლებით, რაც იდეალურია როგორც დიდი ოჯახისთვის, ისე საქმიანი მიზნებისთვის.

ავტომობილში მულტიმედია სისტემა 10.25 დიუმიანი ცენტრალური ეკრანით იმართება. სისტემის მართვას Bluetooth კავშირი, USB პორტები და ციფრული მაჩვენებელთა დაფა ამარტივებს. სამ რიგად განლაგებული სავარძლები სივრცის ცვლილების საშუალებას იძლევა: მეორე რიგი რეგულირდება და იკეცება, რაც საჭიროების შემთხვევაში საბარგულის მოცულობას ზრდის.


უსაფრთხოების სისტემა მოიცავს როგორც სტანდარტულ ბალიშებს, ისე მდგრადობისა და მოცურების საწინააღმდეგო სისტემებს (ESP, TCS). დამატებითი დაცვისთვის გათვალისწინებულია აქტიური დამუხრუჭების დამხმარე სისტემა (HBA). ქალაქში გადაადგილებას ამარტივებს პარკირების სენსორები, უკანა ხედვისა და 360 გრადუსიანი კამერები.

სალონში სასურველ ტემპერატურას კლიმატ-კონტროლი არეგულირებს. ყოველდღიურ მართვას ელექტრონული ხელის მუხრუჭი და ფარების ავტომატური მართვა აადვილებს. 170 მმ-იანი კლირენსი და პრაქტიკული დიზაინი U-Tour-ს ოჯახისა თუ ბიზნესისთვის გამოსადეგ ავტომობილად აქცევს.


specs
success icon

სივრცე მთელი ოჯახისთვის

სამ რიგად განლაგებული 7 სავარძელი იდეალურია დიდი ოჯახისთვის ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობისთვის.

success icon

მოქნილი ინტერიერი

სავარძლების მარტივი გადაადგილებით სალონს ნებისმიერ საჭიროებას მოარგებთ და საბარგულის მოცულობას გაზრდით.

success icon

მშვიდი მგზავრობა

უსაფრთხოების სისტემები და გამძლე კონსტრუქცია გზებზე თქვენს დაცულობას უზრუნველყოფს.