უკან
როგორ უნდა შევადაროთ ახალი და მეორადი ავტომობილები e-motoros georgia-სგან
05.10.2026

დღეს ქართველი მყიდველისთვის ახალ და მეორად ავტომობილს შორის არჩევანის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ერთ-ერთი მიზეზი 2026 წლის აპრილში აქციზის განაკვეთის ცვლილებაა, რომელმაც 6 წელზე ძველი ავტომობილების განბაჟების ხარჯი საგრძნობლად გაზარდა.  ამავე დროს, ბაზარზე ახალი მოდელების არჩევანიც გაფართოვდა. ასეთ გარემოში მეორადი ავტომობილის შეძენა ყოველთვის ყველაზე ეკონომიური არჩევანი არ არის. 

ფაქტებზე დაფუძნებული არჩევანის გასაკეთებლად შეძენამდე ვარიანტები ოთხი ძირითადი მიმართულებით უნდა შევაფასოთ. 

შეადარეთ მსგავსი ფასის ავტომობილების ტექნიკური მონაცემები

განბაჟების გაზრდილი ტარიფების გამო ძველი მანქანის ჩამოყვანა იმდენად გაძვირდა, რომ ადრე მეორადი მოდელისთვის განკუთვნილი თანხით დღეს სრულიად ახალი ავტომობილის შეძენაც თავისუფლად შეგიძლიათ. ამიტომ არჩევანის გაკეთებამდე აუცილებლად გაარკვიეთ, რა კომპლექტაციით იყიდება მსგავსი ფასის ახალი და მეორადი ავტომობილები საქართველოში. 

მაგალითად, ახალი მანქანები უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითა და ელექტრონული ასისტენტებითაა აღჭურვილი და მრავალფეროვანი კომპლექტაციით იყიდება. მსგავსი ფასის მეორად მანქანას კი უმეტესად წინა თაობის ტექნოლოგიები აქვს და შეიძლება ნაკლებად კომფორტულიც იყოს.

გაითვალისწინეთ მდგომარეობისა და ისტორიის ფაქტორი

ტექნიკური მონაცემების გარდა, მნიშვნელოვანია ავტომობილის წარსულიც. ახალ ავტომობილს ექსპლუატაციის ისტორია არ აქვს, რადგან შოურუმში პირდაპირ ქარხნიდან ჩამოჰყავთ. თუ არჩევანს მასზე შეაჩერებთ, აღარ მოგიწევთ იმაზე ნერვიულობა, რამდენად რეალურია მითითებული გარბენი, დაზიანებულა თუ არა მანქანა მძიმე ავარიის დროს და რამდენად ხარისხიანადაა შეკეთებული. 

მეორადი ავტომობილის შეძენისას კი მისი მდგომარეობა დეტალურად უნდა შეისწავლოთ. ამისთვის საჭიროა სერვისის ისტორიის გადამოწმება, რეალური გარბენის დადგენა და მანქანის სრული დიაგნოსტიკა. ამ მხრივ უფრო საიმედო არჩევანია შემოწმებული ისტორიის მქონე ავტომობილი, რომელსაც სანდო დილერი დიაგნოსტიკის ოფიციალურ დასკვნასთან ერთად ყიდის. 

გაეცანით გარანტიისა და სერვისის პირობებს

ტექნიკური მდგომარეობის გარდა, ახალი და მეორადი ავტომანქანები გარანტიის პირობებითაც განსხვავდება. 

ოფიციალურ წარმომადგენლობაში შეძენილ ახალ ავტომობილზე ქარხნული გარანტია მოქმედებს. ეს კი განაპირობებს იმას, რომ გეგმური მომსახურება წინასწარ დადგენილი წესით ტარდება, ქარხნულ წუნზე პასუხისმგებლობას მწარმოებელი კომპანია იღებს და შეკეთებისას მხოლოდ ორიგინალი ნაწილები გამოიყენება. მაგალითად, E-Motors Georgia საქართველოში ისეთი ბრენდების წარმომადგენელია, როგორებიცაა Jetour, IM Motors, Forthing და Hongqi. ამიტომ ოთხივე ბრენდის მოდელზე ვრცელდება ქარხნული საგარანტიო პირობები და ფუნქციონირებს ავტორიზებული სერვისცენტრი. 

კერძო პირისგან შეძენილი მეორადი ელექტრო, ბენზინის და ჰიბრიდული მანქანები კი მსგავსი გარანტიით არ არის დაცული, ამიტომ გაუთვალისწინებელი დაზიანების შემთხვევაში შეკეთების სრული საფასურის გადახდა, სამწუხაროდ, თავად მოგიწევთ.  ამის საპირისპიროდ, E-Motors Georgia-ში მეორადი ავტომობილის შეძენისას ზუსტად ისეთივე სრულფასოვანი გარანტია მოქმედებს, როგორიც ახალ მოდელებზე. 

დაითვალეთ ფლობის სრული ხარჯი

სერვისის პირობებთან ერთად ისიც უნდა შეაფასოთ, რა დაგიჯდებათ ავტომობილის მოვლა და ყოველდღიური გამოყენება რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ თანხაში შედის საწვავის ან ელექტროენერგიის საფასური, გეგმური სერვისის, ცვეთადი ნაწილების შეცვლისა და პერიოდული შეკეთების ხარჯები. ახალი მოდელის შემთხვევაში ამ დანახარჯების წინასწარ გათვლა უფრო მარტივია, ძველი ავტომობილის მოვლა კი ასაკის მატებასთან ერთად ძვირდება. 

ამასთან, გასათვალისწინებელია საბაზრო ღირებულების კლებაც, რადგან ახალი ავტომობილი პირველ წლებში მეორადთან შედარებით უფრო სწრაფად იაფდება. თუმცა ხანგრძლივი გამოყენებისას ამ სხვაობას თანამედროვე და ეკონომიური ძრავის წყალობით დაზოგილი თანხა აბალანსებს. ეს უპირატესობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჰიბრიდულ და ელექტრო მანქანებში, რომელთა დაბალი ენერგომოხმარების გამო ყოველდღიური გადაადგილება ჩვეულებრივ შიდაწვისძრავიან ავტომობილებთან შედარებით საგრძნობლად იაფი ჯდება. 

შეაჯამეთ შედარების შედეგები და მიიღეთ გადაწყვეტილება

ახალი და მეორადი ავტომანქანები საწყისი ფასის, ტექნიკური მახასიათებლების, ექსპლუატაციის ისტორიის, საგარანტიო პირობებისა და სამომავლო ხარჯების მიხედვით შეადარეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომელი მოდელის შეძენაა თქვენთვის უფრო ხელსაყრელი. 

სასურველი მოდელის შესარჩევად შეგიძლიათ დაათვალიეროთ ახალი ავტომობილების კატალოგი ან გადახედოთ შემოწმებულ მეორად ავტომობილებს E-Motors Georgia-ს ვებ-გვერდზე. ტესტ-დრაივის გასავლელად კი ესტუმრეთ შოურუმს თბილისში, აკაკი ბელიაშვილის 131 ნომერში.

ყველას ნახვა