

eQ7
ელექტრო კომპაქტური სპორტული უნივერსალი
გამოსცადე თავად, დაჯავშნე ტესტ-დრაივი
AIQAR eQ7 თანამედროვე ელექტრო კროსოვერია, რომელიც პრემიუმ კლასის მახასიათებლებს აერთიანებს, თუმცა, ამავდროულად, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ავტომობილი გათვლილია 5 მგზავრზე და პრაქტიკულია დიდი რაოდენობით ბარგის გადასატანად, რადგან მისი საბარგული 386 ლიტრს შეადგენს, უკანა სავარძლების დაკეცვის შემთხვევაში კი მოცულობა 1250 ლიტრამდე იზრდება.
ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების ისეთი თანამედროვე სისტემებით, როგორებიცაა: ABS, EBD, EBA, TCS და ESP. ქალაქში გადაადგილებასა და პარკირებას აადვილებს 360 გრადუსიანი პანორამული კამერა და წინა/უკანა პარკირების სენსორები.
AIQAR eQ7-ის სალონში დამონტაჟებულია ორი 12.3 დიუმიანი ეკრანი. ერთი განკუთვნილია მაჩვენებელთა დაფისთვის, ხოლო მეორე — სენსორული მულტიმედიისთვის. ეკო-ტყავის სავარძლები აღჭურვილია გათბობისა და ვენტილაციის ფუნქციებით. მძღოლის სავარძელს აქვს 6 მიმართულებით ელექტრო რეგულირებისა და პოზიციის დამახსოვრების ფუნქცია.
სალონში ჯანსაღი მიკროკლიმატის შესაქმნელად გათვალისწინებულია ავტომატური ორზონიანი კლიმატ-კონტროლი, ჰაერის გამწმენდი PM2.5 და CN95 ფილტრებით. ექსტერიერს კი დამატებით კომფორტს სძენს LED დღის შუქები, ფარების ავტომატური ჩართვის ფუნქცია და ელექტრო პანორამული ლუქი.

იმგზავრეთ შეზღუდვების გარეშე
512 კმ სვლის მარაგი საშუალებას მოგცემთ, ქალაქსა თუ მის ფარგლებს გარეთ მშვიდად გადაადგილდეთ.
მაქსიმალური უსაფრთხოება
ESP კონტროლი, BSD უხილავი ზონის მონიტორინგი და 360° პანორამული კამერა თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
მართეთ მარტივად
დიდი ეკრანები და 360 გრადუსიანი ხედვა გარემოს სრულად აღქმასა და უსაფრთხო მანევრირებაში გეხმარებათ.
გაიგეთ მეტი და მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილება
მოდით წავიკითხოთ დისკუსია სპორტულ მანქანასთან დაკავშირებით, რათა უკეთ იყოთ თქვენი საოცნებო მანქანის არჩევისას



