

Jetour T1 i-DM
ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲐ
6 წელი / 190 000 კმ
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კროსოვერი აქტიური ურბანული ცხოვრებისთვის
გამოსცადე თავად, დაჯავშნე ტესტ-დრაივი
ძრავის მოცულობა
1.5 TGDI
ცილინდრების რაოდენობა
4
მაქსიმალური ბრუნვის მომენტი
610 Nm
საშუალო კომბინირებული საწვავის ხარჯი
4.5 (L)
Jetour T1 i-DM არის თანამედროვე ჰიბრიდული SUV. მისი დიზაინი გამოირჩევა თანამედროვე LED განათებითა და გამოკვეთილი სილუეტით რაც ავტომობილს გამორჩეულ ვიზუალს ანიჭებს, ხოლო პანორამული სახურავი სალონს სინათლით ავსებს და თითოეულ მგზავრობას უფრო შთამბეჭდავ გამოცდილებად აქცევს.
სალონი შექმნილია მგზავრობისას სრული კომფორტის უზრუნველსაყოფად. 15.6-დიუმიანი ცენტრალური ეკრანი და 10.25-დიუმიანი ციფრული დაფა მძღოლს საჭირო ინფორმაციას მარტივად და სწრაფად აწვდის, ხოლო პრემიუმ აუდიო სისტემა, მრავალფუნქციური სათავსოები და ერგონომიული სავარძლები ყოველდღიურ გამოყენებას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.
ჰიბრიდული სისტემა აერთიანებს 1.5-ლიტრიან ბენზინის ძრავასა და ელექტროძრავს, რაც უზრუნველყოფს როგორც ეკონომიურობას, ასევე ეფექტურ გადაადგილებას. plug-in ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია სრულად ელექტრო რეჟიმში გადაადგილებაც, ხოლო საერთო სვლის მარაგი 1200 კმ-მდე აღწევს. სწრაფი დამუხტვის ფუნქცია საშუალებას იძლევა, ბატარეის დონე დაახლოებით 30-დან 80%-მდე მხოლოდ 30 წუთში შეივსოს, რაც გრძელ მარშრუტებზე დამატებით კომფორტს ქმნის.
უსაფრთხოებაზე ზრუნავს მძღოლის დამხმარე სისტემების სრული პაკეტი: კრუიზ კონტროლი, ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება, უხილავი ზონის მონიტორინგი და ზოლის შენარჩუნების სისტემა. ეს ტექნოლოგიები ავტომობილის მართვას ამარტივებს როგორც ქალაქში, ასევე ავტობანზე.
Jetour T1 i-DM იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს თანამედროვე ეკონომიურ SUV-ს ყოველდღიური გადაადგილებისთვისა და გრძელი მოგზაურობებისთვის.

მაქსიმალური უსაფრთხოება
მაღალი სიმტკიცის ფოლადის კონსტრუქცია და L2 დონის მართვის ასისტენტი უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას ნებისმიერ გზაზე.
გაიარეთ მეტი მანძილი
i-DM სუპერ ჰიბრიდული სისტემის მეშვეობით ავტომობილის სვლის მარაგი 1000 კმ-ს აღემატება.
მეტი კომფორტი
სალონში 50-ზე მეტი სათავსოა, უკანა სავარძლები კი სრულად იკეცება და ერთიან სივრცეს ქმნის.
გაიგეთ მეტი და მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილება
მოდით წავიკითხოთ დისკუსია სპორტულ მანქანასთან დაკავშირებით, რათა უკეთ იყოთ თქვენი საოცნებო მანქანის არჩევისას



