უკან
Jetour T2 i-DM — Smart cockpit
26.11.2026

მარცხენა საჭიანი მეორადი მანქანები: ეკონომიური და საიმედო არჩევანი

მეორადი ავტომობილის შეძენისას მყიდველები ხშირად ყურადღებას გარბენზე, საწვავის მოხმარებასა და ტექნიკურ მდგომარეობაზე ამახვილებენ, თუმცა საქართველოში, სადაც ავტომობილები უმეტესად გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობენ, მნიშვნელოვანია საჭის მდებარეობის გათვალისწინებაც. მარცხენასაჭიანი მანქანა გასწრებისას გზის უკეთ დანახვაში გეხმარებათ, ხოლო სწორად შერჩეული მოდელით ყოველდღიური გადაადგილების ხარჯების შემცირებაც შეგიძლიათ.

რატომ უნდა ავირჩიოთ მარცხენასაჭიანი მეორადი ავტომობილი?

საქართველოში ავტომობილებს, როგორც წესი, მარცხენა მხრიდან ასწრებენ. მარცხენასაჭიან მანქანაში მძღოლი გზის შუა ხაზთან უფრო ახლოს ზის, ამიტომ საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს უკეთ ხედავს.

Jetour T2 ქალაქში

შეძენისას ისიც გაარკვიეთ, ქარხნულად მარცხენა მხარეს იყო თუ არა საჭე. თუ საჭე მოგვიანებით გადაიტანეს, დამატებით უნდა შემოწმდეს მართვის მექანიზმი და უსაფრთხოების სისტემები.

მართვის თავისებურებებთან ერთად ყოველდღიური ხარჯებიც გაითვალისწინეთ. საჭის მდებარეობა საწვავის მოხმარებაზე არ მოქმედებს, ამიტომ ეკონომიური მანქანების შესაფასებლად ძრავის ტიპსა და ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

რომელი მარცხენასაჭიანი მეორადი მანქანებია ეკონომიური ქალაქში?

ქალაქში ხშირი გაჩერება და ხელახლა დაძვრა საწვავის მოხმარებას ზრდის. ასეთ პირობებში განსაკუთრებით ეკონომიურია ჰიბრიდული მანქანები, რომლებიც დამუხრუჭებისას ენერგიის ნაწილს აგროვებენ და შემდეგ ელექტროძრავის მუშაობისთვის იყენებენ.

ბენზინზე მომუშავე მოდელების საწვავის მოხმარება გამოშვების წლის, ძრავისა და ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით განსხვავდება. ამასთან, კომპაქტური ზომის მანქანის მართვა და პარკირება ქალაქის გადატვირთულ ქუჩებშიც უფრო მოსახერხებელია.

გარდა ამისა, არჩევანი შეგიძლიათ შეაჩეროთ სრულად ელექტრო ავტომობილებზე, რომელიც ბენზინს არ მოიხმარს. არჩევამდე შეაფასეთ, რა მანძილს გადიხართ ყოველდღიურად, სად შეძლებთ დამუხტვას და რა მდგომარეობაშია ბატარეა. ამ საკითხების გათვალისწინებით უფრო ზუსტად განსაზღვრავთ, რომელი ავტომობილის შენახვა დაგიჯდებათ ნაკლები.

Jetour T2 გვირაბში

რა უნდა შევამოწმოთ მეორადი მანქანის შეძენამდე?

ერთი და იმავე მოდელის ავტომობილებს განსხვავებული ტექნიკური მდგომარეობა შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ მხოლოდ გარბენსა და გამოშვების წელს ნუ დაეყრდნობით. პირველ რიგში, საიდენტიფიკაციო ნომრით (VIN) გადაამოწმეთ მანქანის ისტორია, მათ შორის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ავარიებისა და ჩატარებული შეკეთებების შესახებ.

ამის შემდეგ სერვისცენტრში შეამოწმებინეთ ძრავა, გადაცემათა კოლოფი, სამუხრუჭე სისტემა და სავალი ნაწილი. ჰიბრიდული ან ელექტრო მოდელის შემთხვევაში ბატარეის დიაგნოსტიკაც საჭიროა. სასურველია საცდელი მართვაც, თუმცა ის სრულ ტექნიკურ შემოწმებას ვერ ჩაანაცვლებს.

Jetour T2 i-DM — CTP hybrid battery

საგარანტიო პირობებიც წინასწარ დააზუსტეთ, რათა იცოდეთ, მოქმედებს თუ არა მანქანაზე გარანტია და სად შეძლებთ საჭირო მომსახურების მიღებას.

მეორადი ავტომობილები E-Motors Georgia-ში

E-Motors Georgia-ს კატალოგში წარმოდგენილია Hongqi HQ9 მინივენი. კომპანიის მეორადი ავტომობილები გაყიდვამდე ავტორიზებულ სერვისცენტრში მოწმდება. სპეციალისტები დიაგნოსტიკის შედეგად აფასებენ მათ ტექნიკურ მდგომარეობას და ადგენენ, რა ტიპის მომსახურებაა საჭირო.

Hongqi HQ9 — მესამე რიგის სავარძლები

ავტომობილებზე მოქმედებს ქარხნული გარანტიის დარჩენილი ვადა, რომლის ხანგრძლივობა და პირობები კონკრეტულ მოდელზეა დამოკიდებული. შეძენისას შეგიძლიათ მანქანის განვადებისა და ავტოლიზინგის შეთავაზებებიც განიხილოთ.

დაათვალიერეთ E-Motors Georgia-ს კატალოგი, შეარჩიეთ სასურველი მოდელი და დაუკავშირდით ჩვენს კონსულტანტებს ტექნიკური მონაცემების, გარანტიისა და დაფინანსების პირობების დასაზუსტებლად. ავტომობილის გამოსაცდელად კი წინასწარ დაჯავშნეთ ტესტდრაივი.

მსგავსი სიახლეები

ყველას ნახვა